ძლიერი ქარის გამო, ქუთაისი-მენინგემის მიმართულებით ავიარეისი გადაიდო

ძლიერი ქარის გამო, დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისი-მენინგემის მიმართულებით ავიარეისი გადაიდო. ფრენა 15:00 საათზე უნდა შესრულებულიყო, თუმცა ძლიერი ქარის გამო რეისი ვერ განხორციელდა.

როგორც დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები აცხადებენ, მათ აეროპორტის ადმინისტრაციამ განუმარტა, რომ ქუთაისი-მენინგემის მიმართულებით ავიარეისი სავარაუდოდ, ხვალ, 18:55 საათზე განხორციელდება.

დღესვე, ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ბერლინის რეისი გადაიდო.

აღნიშნულის გამო მგზავრები ქუთაისიდან ტაქსებით თბილისში გადმოიყვანეს, რომლებიც ბერლინში სწორედ დედაქალაქიდან გაფრინდნენ.

გარდა ამისა, უამინდობის მიზეზით, ქუთაისის აეროპორტში დაფრენა ვერ მოახერხა დორტმუნდიდან წამოსულმა თვითმფრინავმა, რომელიც მოგვიანებით ასევე თბილისის აეროპორტში დაფრინდა.