Netflix-ის სერვისით სარგებლობა საქართველოდანაც გახდა შესაძლებელი
7 იანვარი / 2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ამერიკულმა ონლაინ-კინოთეატრმა Netflix საკუთარი სერვისი მსოფლიოს 130 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ჩართო.
სერვისის ხელმომწერები, რომლებიც ერთთვიან მომსახურებას 7,99-დან 11,99 ევრომდე შეიძენენ, ნებისმიერი მოწყობილობითა და ნებისმიერ დროს შეძლებენ ფილმებისა და სატელევიზიო შოუების ყურებას.
გლობალური ჩაშვების შემდეგ Netflix ხელმისაწვდომი მსოფლიოს 190 ქვეყანაში გახდება.
„დღეს თქვენ გლობალური ინტერნეტ ტელევიზიის დაბადების მომსწრენი გახდით“, - განაცხადა კომპანიის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა რიდ ჰესტინგსმა.
ამასთან ერთად, კომპანიაში აცხადებენ, რომ სერვისი ხელმისაწვდომი არ იქნება აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფი ქვეყნებისა და რეგიონებისთვის, რაც იმას ნიშნავს,
რომ ონლაინ-კინოთეატრით სარგებლობის უფლება არ ექნებათ ყირიმს, სირიასა და კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას.
ქვეყნების რაოდენობის გაზრდასთან ერთად, სერვისმა ასევე გააფართოვა ხელმისაწვდომი ენების რაოდენობაც და არსებულ 17 ენას კორეული, არაბული და ჩინური დაამატა.
საქართველოს ტერიტორიიდან სერვისის შეძენა სტანდარტული პლასტიკური ბარათით ან Paypal-ით არის შესაძლებელი. საწყისი პაკეტის ღირებულება თვეში 7.99 ევროა, რომელიც ერთ მოწყობილობაზე სტანდარტული გარჩევადობით სტრიმინგს გულისხმობს. HD-ვიდეოს ორ მოწყობილობაზე, ერთდროული ყურება კი, თვეში 9.99 ევრო ღირს.
სერვისით სარგებლობის დაწყება უფასოდ არის შესაძლებელი. 1-თვიანი საცდელი  პერიოდისთვის მხოლოდ პლასტიკური ბარათის მონაცემების მითითებაა საჭირო, გაუქმება კი ნებისმიერ დროს შეიძლება. დაწყებიდან 30 დღეში საიტი შემდეგი თვის საფასურს ავტომატურად ჩამოჭრის.
Netflix 1997 წელს დაარსდა, ვიდეო-სტრიმინგი კი 2007 წელს ჩაუშვა. დღემდე Netflix-ის სერვისი ხელმისაწვდომი იყო მსოფლიოს მხოლოდ 60 ქვეყანაში. კომპანიას ამ ეტაპზე 70 მილიონი ხელმომწერი ჰყავს, რომლებიც ყოველდღიურად 125 მილიონი საათის კონტენტს - მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს, სატელევიზიო შოუებს, სერიალებს უყურებენ.
Netflix-ის მომსახურება ხელმისწავდომია ნებისმიერ მოწყობილობაზე, მათ შორის პერსონალურ კომპიუტერებზე, სმარტფონებზე, ტაბლეტებზე, Smart TV-ების უმეტესობაზე, სათამაშო კონსოლებზე Xbox, Playstation და სხვა.
გარდა ამისა, Netflix საკუთარი სერიალების წარმოებით არის დაკავებული, რომელთა შორის არის House of Cards.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე
კომენტარები (1)
09.01.2016
მსქროლავი ტროლი
Netflix-ისა რა გითხრათ, მაგრამ "გლობალურ ჩაშვებ"-ას რომ მივერთებივართ, ეს უდაოდ მისასალმებელია..........
მსგავსი სიახლეები
20 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6763 ლარი შეადგინა.
აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის წინ დოლარის კურსი მსოფლიოს ძირითად ვალუტებთან დაეცა.
რუსეთის 2016 წლის ყველაზე მდიდრულ ქორწილებს შორის ქართველი სალომე კინწურაშვილისა და სომეხი მილიარდერის ვაჟის სარქის კარაპეტიანის, ასევე რუსი მილიარდერის ქალიშვილის ია სარქისოვასა და მიხეილ მახარაძის ქორწილები დასახელდა.
13 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7211 ლარი შეადგინა.
ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქართული მაფიის 61 წევრი დააკავეს. ამის შესახებ, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, ადგილობრივი გამოცემა elmundo იუწყება.
დოლარის კურსი მკვეთრად გამყარდება, თუ დონალდ ტრამპი 1980 წლის შემდეგ პირველად აშშ-ის ეკონომიკის ყველაზე დიდი სტიმულირების პროგრამის განხორციელებას შეძლებს.
5 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7303 ლარი შეადგინა.
ევროკავშირმა საქართველოს სხვადასხვა სფეროში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად 43.95 მილიონი ევრო უსასყიდლო გრანტის სახით გამოუყო.
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7710 ლარი გახდა.
კიბერუსაფრთხოების კვლევითი კომპანია White Ops-ის ინფორმაციით, გახსნილია მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც რუსი ჰაკერები აშშ-ის ინტერნეტ სარეკლამო ბაზარზე შეტევას ახორციელებდნენ.
რუბრიკის სხვა სიახლეები
18.01.2017
იაპონურმა პრემიუმ კლასის ავტომწარმოებელმა კომპანია Lexus-მა საკუთარი ლოგოთი დამშვენებული პირველი სპორტული იახტა წარადგინა.
სრულად
18.01.2017
ამერიკული კომპანია Apple 2016 წლის ყველაზე ინოვაციურ კომპანიად ზედიზედ მე-11-ედ დასახელდა.
სრულად
15.01.2017
ტექნოლოგიების განვითარებისა და გლობალიზაციის ფონზე მსოფლიოს მასშტაბით ბიზნეს მოდელები ცვლილებებს განიცდის, ჩნდება ახალი პროფესიები, იქმნება ახალი სამუშაოები, რომლებიც ძველს ანაცვლებს.
სრულად
14.01.2017
ნიდერლანდებში ყველა მატარებელი ქარის ელექტროენერგიაზე მუშაობს. ამის შესახებ The Guardian-ს ნიდერლანდების რკინიგზის კომპანია Nederlandse Spoorwegen-ში განუცხადეს.
სრულად
12.01.2017
ამერიკულ ინტერნეტ-კომპანია Yahoo-ს ამიერიდან Altaba დაერქმევა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
20.01.2017
21.01.2017
USD
1
USD
2.6624
2.6763
EUR
1
EUR
2.8440
2.8457
GBP
1
GBP
3.2758
3.2894
RUB
100
RUB
4.4972
4.4722