დეტროიტის ვარსკვლავები
16 იანვარი / 2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ამერიკის ქალაქ დეტროიტში ქვეყნის უმთავრესი საავტომობილი შოუ - ”ჩრდილოეთ ამერიკის საერთაშორისო ავტოშოუ” (North American International Auto Show) მიმდინარეობს , რომელიც მსოფლიოს წამყვან ავტოსალონებს შორის თავისი გრანდიოზულობით და მნიშვნელობით გამოირჩევა.
წლევანდელი შოუ მსოფლიო პრემიერებით იყო განსაკუთრებული. სიახლეებით წარდგნენ წამყვანი პრემიუმ მწარმოებლები, ახალი ბიზნეს სედანები წარადგინეს ”მერსედესმა” - Mercedes-Benz E-Class, ”ვოლვომ” - Volvo S90 და ”ლინკოლნმა” - Lincoln Continental, ხოლო იაპონელმა პრემიუმ მწარმოებლებმა ლამაზი კუპეების დემონსტრირება მოახდინეს( Infiniti Q60, Lexus LC 500, Acura Precision Concept).
პრემიუმ ავტომწარმოებლების გარდა, სიახლეები წარმოადგინეს სხვა წამყვანმა ავტოკომპანიებმაც, რომელთაგან გამორჩეული იყო Buick Envision, Chrysler Pacifica, Ford F-150 Raptor SuperCrew, GMC Acadia და სხვები.
დეტროიტის ავტოსალონი ტრადიციულად სპორტული ავტომობილების პრემიერის ნაკლებობას განიცდის და ეს ტენდენცია წელსაც არ დარღვეულა, ვინაიდან ამ ტიპის ავტომობილების გამოფენა ძირითადად ჟენევის ავტოსალონზე ხდება, თუმცა გამონაკლისი იყო “პორშე”, რომელმაც Porsche 911 Turbo და Turbo S-ის განახლებული მოდელები წარმოადგინა.
ამასთან, როგორც ცნობილია, დეტროიტის ავტოშოუზე ვლინდებიან ჩრდილოეთ ამერიკის წლის ავტომობილი და SUV კატეგორიებში გამარჯვებულები. წელს ეს ტიტული Honda Civic-სა და Volvo XC90-ს ერგოთ.

კოკა კვირკველია

კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 2017 წლიდან ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა სავალდებულო ხდება.
მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, 2017 წლის 1 იანვრიდან ავტომობილებზე აქციზის გადასახადი იზრდება.
“თეგეტა მოტორსის” ახალი შეთავაზება ავტომფლობელთათვის „მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის“.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთში მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გამოფენა-ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა.
სააუქციონო სახლმა „RM სოთბისმა“ სავაჭროდ გამოიტანა 430 ავტომობილისგან შემდგარი კოლექცია, რომელიც ერთ ადამიანს ეკუთვნოდა. „მეილ ონლაინის“ ინფორმაციით, ისინი ერთი იტალიელი ბიზნესმენის მფლობელობაში იყო, რომელსაც პოლიციამ კონფისკაციით ჩამოართვა.
30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–16 საერთაშორისო გამოფენა იმართება.
მთავრობის ის არგუმენტი, რომ აქციზის გაზრდა ავტოპარკის განახლებასა და გარემოს გაჯანსაღებას ისახავს მიზნად, სრული აბსურდია, რადგან მსგავსი რეგულაციებით ავტოპარკის განახლება არ ხდება.
ბერლინში ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე ,,RAW Berlin” (The Artisan Wine Fair) ქართული ქვევრის ღვინის 8 მწარმოებლის სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმ დაგეგმილ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი ვარშავის 24-ე ტურისტულ გამოფენაზე „TT WARSAV” წარადგინა. დეპარტამენტი გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად იყო წარმოდგენილი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
01.12.2016
21-ე საუკუნეშიც კი, ანტიკურ ქვეყნებში ადამიანები განძს ეძებენ, რომლებსაც სხვადასხვა წყაროს დახმარებით პოულობენ კიდეც, ზოგი კარიბის ზღვაში ჩაძირულ გემებს და იქ არსებულ ძვირფასეულობას ეძებს, რომელმაც ევროპამდე ვერ მიაღწია.
სრულად
30.11.2016
ყოველწლიურად ტექნოლოგიურ დარგს ათასობით სიახლე ემატება. წარმოგიდგენთ 2017 წლის უმნიშვნელოვანეს ტექნოლოგიებს.
სრულად
28.11.2016
რობოტი, რომელიც ოპერაციას გააკეთებს ან ხანძარს ჩააქრობს, ორმა ქართველმა მოსწავლე-გამომგონებელმა შექმნა. პროექტის სახელია "დისტანციური რეალობა", ანუ მოწყობილობას რეალობა ერთი ადგილიდან მეორეზე დისტანციურად გადააქვს.
სრულად
27.11.2016
იტალიურმა კომპანიამ U-Earth Biotechnologies-მა წარმოადგინა მოწყობილობა, რომელიც დაბინძურებულ ჰაერთან ბრძოლისთვის გამოიყენება.
სრულად
26.11.2016
20,7 მგვტ-ის სიმძლავრის ქარის პირველი ელექტროსადგური ტესტირების რეჟიმში მუშაობს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
02.12.2016
03.12.2016
USD
1
USD
2.5871
2.5599
EUR
1
EUR
2.7491
2.7250
GBP
1
GBP
3.2561
3.2283
RUB
100
RUB
4.0403
3.9854