”დროის მანქანის” ფრთოსანი ავტომობილი შესაძლოა, გზებზე დაბრუნდეს

ეპოქალურ ფილმში ”უკან მომავალში” გადაღებული სპორტული ავტომობილი DeLorean, 33 წლის შემდეგ შესაძლოა, წარმოებაში დაბრუნდეს.

დღეისათვის DeLorean Motor Company ერთ-ერთ ტეხასურ ფირმას ეკუთვნის, რომლის ხელმძღვანელის სტეფან ვაიანის განცახდებით, ეს დაბრუნება ბევრ რამეს შეცვლის მათთვის.

ვაინი იმედს გამოთქვამს, რომ პირველი ავტომობილის ჩვენებას უკვე 2017 წლისთვის მოახერხებენ და მისი ღირებულება 100 000 დოლარზე ნაკლები იქნება.

DeLorean Motor Company ჯონ დელორიენმა დააარსა. თავის დროზე დელორიენი კომპანია General Motors-ში ინჟინრად მუშაობდა. ქარხანამ პირველი სერიული ავტომობილი 1981 წელს გამოუშვა. თავდაპირველად იგეგმებოდა ავტომობილის ყოველწლიურად 30 ათასი ერთეულის წარმოება, თუმცა 1981-83 წლებში მხოლოდ 8 583 ერთეულის რეალიზება მოხერხდა. ამის შემდეგ კი წარმოება შეწყდა. დღეისათვის კლასიკური DeLorean-ის ყიდვა 35-45 ათასი დოლარის ფარგლებშია შესაძლებელი.

კოკა კვირკველია