მაროკოში მზის ენერგიის ყველაზე დიდი სადგური გაიხსნა

მაროკოში მზის ენერგიის მსოფლიოში ყველაზე დიდი სადგური გაიხსნა. იგი ოფიციალურად მაროკოს მეფემ მუჰამედ მეექვსემ გახსნა. სადგური სრულად ფუნქციონირებას 2020 წლისთვის დაიწყებს. მზის ენერგიის სადგური საჰარას უდაბნოშია განთავსებული. მას 500 მეგავატის სიმძლავრის ელექტროენერგიის წარმოება შეუძლია.

ამ დროისთვის სადგურზე 500 000 მრუდე სარკეა დამონტაჟებული, რომლებიც მზის სხივების კონცენტრირებას უწყობს ხელს და 350-ზე მეტ გრადუსამდე ცხელდება. ეს წყლის რესურსების გაცხელებას იწვევს, რის შემდეგაც წყალი ორთქლად იქცევა და ხელს უწყობს ტურბინების ტრიალს, რითიც ენერგია გამომუშავდება.

მაროკოს მთავრობის მიზანს 2030 წლისთვის ელექტროენერგიის 53 პროცენტის განახლებადი ენერგიით ჩანაცვლება წარმოადგენს, რაც მათ ნავთობისა და სხვა ენერგორესურსების იმპორტის შემცირების შესაძლებლობას მისცემს.