“სამსუნგმა“ Galaxy S7 და S7 Edge წარადგინა

Samsung-მა ბარსელონაში მიმდინარე მსოფლიო მობილურ კონგრესზე ახალი საფლაგმანო მოდელების - Galaxy S7 და Galaxy S7 Edge-ის  პრეზენტაცია გამართა.

შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი მოდელები ნაკლებად რევოლუციურია, თუმცა ორივე მოდელი უფრო დახვეწილია, ვიდრე მათი წინამორბედები.

Samsung-მა ბარსელონაში 5,1 დუიმიანი QuadHD ეკრანის მქონე Galaxy S7 და 5,5-დუიმიანი ამჯერად უკვე ორივე მხრიდან ”ეკრან-გადაღუნული” Galaxy S7 Edge წაადგინა. ერთ-ერთი მთავარი სიახლეა კამერაც. 16-მეგაპიქსელიანი მოდულის ნაცვლად, ახალ მოდელებში 12-მეგაპიქსელიანი კამერაა, რომელსაც ½, 5-დუიმიანი სენსორი და F/1,7 აპერტურა აქვს, რაც აბსოლუტური რეკორდია სმარტფონების ბაზარზე.

სიახლეა უფრო სწრაფი პროცესორიც, უკან დაბრუნებული microSD და, რა თქმა უნდა, მისი წყალგაუმტარობა.

რაც შეეხება გაყიდვებს, Galaxy S7 და S7 Edge 18 მარტს დაიწყება. მოდელები ხელმისაწვდომი იქნება სამ ფერში - შავი ბრილიანტი, თვალისმომჭრელი პლატინა, ვერცხლისფერი ტიტანი. დაანონსებული თეთრი მარგალიტი ბარსელონაში რატომღაც წარმოდგენილი არ იყო.

კოკა კვირკველია