Volvo-ს ვირტუალური გასაღები რეალურია

შვედური ავტომწარმოებელი Volvo უახლოეს მომავალში ”ვირტუალური გასაღების” ტექნოლოგიას წარმოადგენს.

ეს იქნება მობილური გასაღები, რომელიც 2017 წლიდან ტრადიციულ გასაღებს ჩაანაცვლებს.

მანქანის გასაღები ჩანაცვლდება Bluetooth-ით აღჭურვილი ვირტუალური გასაღებით, რომლის ჩამოწერაც შესაძლებელი იქნება სმარტფონების აპლიკაციებში. აპლიკაცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც iOS და ანდროიდის, ასევე Windows-ის სმარტფონებში და მიიღებს ტიპური გასაღების ფუნქციებს.

ვირტუალური გასაღებით მანქანის დაქოქვას მანქანაში ჩაჯდომამდეც შეძლებთ.

სიახლის დანერგვას კომპანია რამდენიმე მოდელში აპირებს და მათი სერიული წარმოება უკვე მომავალი წლიდან დაიწყება.

კოკა კვირკველია