ქართველი ინჟინრის უნიკალურმა გამოგონებამ სოფლის მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა მოუხსნა
ქართველი ინჟინრის უნიკალურმა გამოგონებამ სოფლის მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა მოუხსნა
1 მარტი / 2016
სოსო ნარჩემაშვილის მიერ გამოგონებული წყალსაქაჩი აგრეგატი უკვე შვიდ სოფელშია დამონტაჟებული.
,,ირექსონმა” მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა მოუხსნა. ტუმბოს უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ წყლის წნევაზე მუშაობს და ფუნქციონირებისთვის არანაირი ხარჯი არ სჭირდება. როგორც გამომგონებელი სოსო ნარჩემაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, წყალსაქაჩი აგრეგატი
You must have Flash Player installed in order to see this player.
24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ამისთვის ადამიანის ჩართულობას არ საჭიროებს.
,,აგრეგატის სიმძლავრე და წარმადობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის მკვებავი მილის დიამეტრსა და წნევაზე. ტუმბოს წყლის აქაჩვა რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზე შეუძლია. დიდი ხანი არაა, რაც აგრეგატი სოფელ ოლავერდში დავამონტაჟეთ. მისი მეშვეობით 200-ტონიანი ავზი ერთ დღე-ღამეში ივსება”, - აღნიშნავს სოსო ნარჩემაშვილი. მისი თქმით, თუ ყველა ფაქტორი გათვალისწინებულია, დანადგარს წამში ათი ლიტრი წყლის ამოქაჩვა შეუძლია.
მოწყობილობა, რომელიც საწვავის, დენისა და სხვა დანახარჯების გარეშე მუშაობს, უკვე დაპატენტებულია.
სოფელ ოლავერდში ,,ირექსონი” მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა. როგორც პროექტის კოორდინატორი აღნიშნავს, ადგილების შესწავლა გრძელდება და წყალსაქაჩი აგრეგატით კიდევ ბევრი სოფლის წყალმომარაგების პრობლემის მოხსნაა შესაძლებელი.
„სამცხე ჯავახეთის, შიდა ქართლისა და მარნეულის ბევრ სოფელშია წყლის მიწოდების პრობლემა. ამ გამოგონებით საკითხის მოგვარება მინიმალური დანახარჯებითაა შესაძლებელი”, - აღნიშნავს თიკო ტყეშელაშვილი.

ქრისტინე გამთენაძე
წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე
კომენტარები (24)
10.06.2017
ვალერი
სად შეიძლება შევიძინო ასეთი ხელსაწყო?
13.02.2017
ასეა ეეს!
გამოგონება სულ სხვაა. და დანერგვა სულ სხვა. ანუ, ვიღაცის მიერ უკვე გამოგონებულის "внедрение" в жизнь ჰქვია ამას. კარგია, რომ დანერგა. ჩინური ეკონომიკა მთლად სხვის გამოგონებულის მოპარვაზეა გადასული, და გამდიდრდა კიდევაც. გამოგონებაზე კი ამ კაცს პრემია უნდა მიცემოდა.
მსგავსი სიახლეები
ლილოს ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად საყოფაცხოვრებო ნარჩენებს მარხავენ, მათი გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, რომელიც აღნიშნული მასისგან საწვავს დაამზადებს.
საწვავის ადგილობრივი ბაზარი საერთაშორისო ფასებისადმი არაადეკვატურია.
ამერიკის საელჩოს ინიციატივით საქართველოს NASA-ს ინჟინერი შონ ფულერი სტუმრობს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან იუწყებიან.
ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდის მიუხედავად, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ავიაციისთვის განკუთვნილი საწვავი დამატებითი ღირებულების გადასახადისგან და აქციზისგან გათავისუფლდება. ინიციატივის მიზანი შიდა ავიაციის წახალისება და ტურიზმის ხელშეწობაა.
ბოლო დღეების განმავლობაში საწვავზე ფასების კლების ტენდენცია შეინიშნება. ბოლო 1 კვირაში საწვავი 3-5 თეთრით არის შემცირებული „ლუკოილისა“ და „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურებზე.
ავტობაზარზე ბუნებრივ აირს ახალი კონკურენტი გამოუჩნდა.
მუნიციპალურ ავტობუსებს უახლესი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ბენზინ და გაზგასამართი სადგური მოემსახურება. 
გასულ თვეში თებერვალთან შედარებით, საწვავის იმპორტი საქართველოში 11.3 ათასი ტონით ანუ 15,6%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი“ ავრცელებს.
რამდენიმე დღეა ყველა ტიპის საწვავზე ფასების კლების ტენდენცია 5 ერთეულით შეინიშნება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
26.07.2017
ინტერნეტ საძიებო გიგანტი Google 1996 წლიდან, დაარსებიდან პირველად, თავის სახელგანთქმულ, სადა მთავარ გვერდს ცვლის.
სრულად
25.07.2017
სოფლის მეურნეობაში კლიმატის ცვლილებებისგან მოსავლის დასაცავად ერთ-ერთი ცნობილი მეთოდოლოგია - მიტლაიდერი ახლა უკვე საქართველოშიც დაინერგა.
სრულად
23.07.2017
„როლს-როისი“ აცხადებს, რომ არ აპირებს ჰიბრიდული აგრეგატების გამოყენებას და არჩევს, რომ თავის მყიდველს სრულიად ელექტრული მოდელები შესთავაზოს.
სრულად
23.07.2017
ილონ მასკმა მიწისქვეშა ჰიპერლუპის მშენებლობაზე ნებართვა მიიღო.
სრულად
20.07.2017
სან მარინო შესაძლოა, პირველი ქვეყანა გახდეს ევროპაში, რომელიც 5G კავშირგაბმულობის სტანდარტს შემოიღებს ქვეყნის მასშტაბით.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
27.07.2017
28.07.2017
USD
1
USD
2.3993
2.4022
EUR
1
EUR
2.7933
2.8125
GBP
1
GBP
3.1323
3.1579
RUB
100
RUB
4.0016
4.0430