კამერა, რომლითაც წიგნს გადაუშლელად წაიკითხავთ

მსოფლიოს მუზეუმებში დაცულ საუკუნეზე მეტი ასაკის წიგნებს ყველა სიფრთხილით ეპყრობა.

იშვიათი საჭიროების გარდა, ყველა ცდილობს ასეთ წიგნებს ნაკლებად შეეხოს, რათა არ დააზიანოს.

თუმცა კამერა, რომელიც MIT-ს ჯგუფმა შეიმუშავა, საშუალებას იძლევა წიგნები გადაუშლელად წაიკითხო.

”მინდოდა გამეგო, რამდენად შეიძლება დახურული წიგნის წაკითხვა, რადგან აქამდე ეს არავის უცდია”, - ამბობს მკვლევარი ბარმარკ ჰეშმატი.

კამერა დახურული წიგნის წასაკითხად ტერაჰერცის რადიაციას იყენებს, რომელიც მიკროტალღების და ინფრაწითელი სხივების შუალედში არსბეობს.

ტერაჰერცის რადიაცია სხვადასხვა ქიმიკატებთან სხვადასხვანაირად მოქმედებს, კამერა რთულ ალგორითმს იყენებს გამოსათვლელად, ინტერპრეტირებისთვის და ამ ტალღების თარგმნისთვის, რათა სიტყვები გამოავლინოს.

კამერა იმდენად მგრძნობიარეა, რომ შეუძლია იმის დანახვაც, თუ რა კონტენტს შეიცავს გვერდი. მკვლევართა ჯგუფის ცნობით, კამერას ამჟამად შეუძლია ოცი გვერდის მიღმა შეღწევა და მათი კონტენტის პირველი ცხრა გვერდის წაკითხვა. მკვლევარები აპირებენ კიდევ უფრო განავითარონ კამერა, რომ მთლიანი წიგნის წაკითხვაც შესაძლებელი გახადონ.