BMW ყველა მოდელის ელექტრონულ ვარიანტებს გამოუშვებს

გერმანული პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელი კომპანია BMW საკუთარი სამოდელო გამის ყველა მოდელის ელექტრონულ ვერსიას ეტაპობრივად გამოუშვებს.

კომპანიის თავკაცის ჰერალდ კრუგერის განცხადებით, BMW «სისტემატიურად მოახდენს ყველა ბრენდისა და მოდელის ელექტროფიცირებას“.

უფრო ადრე გერმანულმა კომპანიამ განაცხადა, რომ 2019 წელს ბაზარზე უნდა გამოვიდეს მცირელიტრიანი Mini-ს ელექტროძრავიანი ვერსიები, ხოლო 2020 წლისთვის ქროსოვერ BMW X3-ის ელექტროვერსია.

BMW ელექტრომობილებს უკვე რამდენიმე წელია აწარმოებს. 2013-14 წლებიდან ის ბაზარზე წარმოდგენილია ელექტრონული BMW i3-სა და ჰიბრიდული BMW i8-ის მოდელებით.

კოკა კვირკველია