„გუგლმა“ ვირტუალური რეალობის სტარტაპი შეიძინა

კომპანია „გუგლმა“ სტარტაპი Eyefluence შეიძინა, რომელიც ვირტუალური რეალობის ან დამატებითი რეალობის მართვის ტექნოლოგიას გამოიმუშვებს.

უცნობია, რა დაუჯდა „გუგლს“ შენაძენი, თუმცა ცნობილია, რომ სტარტაპში ცოტა ხნის წინ ინვესტორებმა 21.6 მილიონი დოლარი ჩადეს.

თავად სტარტაპი 2013 წელს შეიქმნა. მისი შემქმნელები მომხმარებელს ვირტუალური რეალობის ჩაფხუტის ან დამატებითი რეალობის სათვალეები ტარებას სთავაზობენ, რათა მოქმედებები მხოლოდ თვალის მოძრაობით შეასრულონ.

მაისში „გუგლმა“ წარმოადგინა პლატფორმა Daydreaming, რომელიც ვირტუალური რეალობის ელემენტების აპლიკაციების შექმნის საშუალებას იძლევა. პლატფორმა ხელმისაწვდომია ანდროიდის ოპერაციული სისტემის ყველა სმარტფონზე.