დუბაიდან აბუ დაბიმდე მგზავრებს მატარებელი თვითმფრინავზე სწრაფად - 12 წუთში გადაიყვანს

ამერიკული სტარტაპი Hyperloop One დუბაიში მსოფლიოს ყველაზე სწრაფ სატრანსპორტო სისტემას „ჰიპერლუპს“ შექმნის.

„ჰიპერლუპი“, რომლის პირველი ხაზის მშენებლობა 4,8 მილიარდი დოლარი დაჯდება, დუბაის ბურჯ-ხალიფას აბუ-დაბის ეტიჰადს დაუკავშირებას.

უსწრაფესი მატარებელი დუბაისა და აბუ-დაბის შორის მანძილს - დაახლოებით 160 კილომეტრს 12 წუთში დაფარავს. ამ ეტაპზე აღნიშნული მანძილის დაფარვას 2 საათი სჭირდება. გარდა ამისა, ამერიკული კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, "ჰიპერლუპი" მანძილს დუბაიდან-აბუ დაბიმდე თვითმფრინავზე სწრაფად დაფარავს.

ამჟამად მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ტრანსპორტი იაპონური მაგნიტურ-ლევიტაციური მატარებელია, რომელიც 600 კილომეტრ საათ სიჩქარეს ანვითარებს.

რამდენიმე თვის წინ კომპანია Hyperloop Technologies-მა ინოვაციური სატრანსპორტო სისტემის, Hyperloop („ჰიპერკვანძის“) პირველი მონაკვეთის მშენებლობა დააანონსა. პოლიგონი, სადაც მაგისტრალი აშენდება, ნევადას უდაბნოში მდებარეობს.

ჩანაფიქრის თანახმად, აშშ-ის ყველა დიდ ქალაქს შორის უზარმაზარ მილებს გაიყვანენ, რომლის საშუალებითაც, საათში 1 130 კმ სიჩქარით, მგზავრებსა და ტვირთებს სპეციალური კაფსულით გადაიყვანენ. სიჩქარე კი დაახლოებით საათში 1 120 კილომეტრი იქნება.

ზებგერითი სიჩქარის მქონე ტრანსპორტის შექმნის იდეა ცნობილ მილიარდერს, კორპორაცია Tesla Motors-ისა და SpaceX-ის მფლობელს, ილონ მასკს ეკუთვნის.

მისი ჩანაფიქრი ეფუძნება პნევმატური ფოსტის პრინციპს, რომელიც ბევრ ამერიკულ და ევროპულ ქალაქებში ათწლეულების განმავლობაში ეფექტურად მუშაობდა.

იხილეთ ასევე: ამერიკელი ინჟინერი - მფრინავი ავტომობილები 5 წელიწადში რეალობა იქნება