ქარის პირველი ელექტროსადგური ტესტირების რეჟიმში მუშაობს

20,7 მგვტ-ის სიმძლავრის ქარის პირველი ელექტროსადგური ტესტირების რეჟიმში მუშაობს.ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის შვილობილმა კომპანია შპს “ქართლის ქარის ელექტროსადგურმა“ გორის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირველი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა განახორციელა.

”ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 88 მლნ კვტ.სთ იქნება.ქარის ელექტროსადგური ექვსი აგრეგატისაგან შედგება, თითოეულის სიმძლავრე 3,45 მგვტ-ს შეადგენს.ქარის ელექტროსადგური „ქართლი“, მისი სპეციფიკიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სადგურია.” - ნათქვამია ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.