იტალიელებმა მავნე გამონაბოლქვის მშთანთქმელი მოწყობილობა გამოიგონეს

იტალიურმა კომპანიამ U-Earth Biotechnologies-მა წარმოადგინა მოწყობილობა, რომელიც დაბინძურებულ ჰაერთან ბრძოლისთვის გამოიყენება.

აქამდე არსებული სხვა მსგავსი მოწყობილობებისგან განსხვავებით, ახალი მოწყობილობა არ ფილტრავს მავნე გამონაბოლქვს, არამედ ანადგურებს მათ ბაქტერიებით.

იტალიური კომპანიის მიერ შექმნილი მოწყობილობა 3-მეტრიანი ლითონის ცილინდრია, რომელიც მავნე გამონაბოლქვს „გადახარშვის“ შედეგად ანადგურებს. ბაქტერიების შტამი ასუფთავებს ჰაერს გამონაბოლქვი გაზებისგან, დიოქსიდებისგან და სხვა მავნე გამონაბოლქვებისგან. ერთ მოწყობილობას შეუძლია ერთი საკალათბურთო მოედნის ფართობზე გაწმინდოს ჰაერი.

როგორც ცნობილია მსოფლიოს უმსხვილესი ქალაქების 80%-ში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნორმებს არ აკმაყოფილებს

კოკა კვირკველია