5 ტექნოლოგია, რომელითაც 2017 წლიდან ვისარგებლებთ

ყოველწლიურად ტექნოლოგიურ დარგს ათასობით სიახლე ემატება. წარმოგიდგენთ 2017 წლის უმნიშვნელოვანეს ტექნოლოგიებს.

1. ხელოვნური გონება(ინტელექტი)

ხელოვნურ ინტელექტზე მეცნიერები წლების განმავლობაში მუშაობდნენ. საბოლოოდ შედეგს მიაღწიეს და ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი 2017 წლიდან იქნება.  როგორც მოგეხსენებათ "ჰომო საპიენსი"-  გონიერ ადამიანს ნიშნავს. დღეს მეცნიერები ვარაუდობენ ისეთი რობოტების შექმნას, რომლებიც ადამიანების ინტელექტთან ახლოს იქნებიან და შესაძლოა უფრო შორსაც წავიდნენ. ჯერჯერობით სრულყოფილი რობოტების შექმნა ვერ მოხერხდა, მაგრამ მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ მომავალ წელს,  ხელოვნური ინტელექტი მზად იქნება. პირველი ნიმუშების გაშვება  აშშ-სა და ნიდერლანდებში (ჰოლანდია) იგეგმება.

2. ნივთების ინტერნეტი

„ჭკვიანი“ საათები, ტელეფონები, „ჭკვიანი“ მოწყობილობები უფრო მეტად უკავშირდება არა მხოლოდ ერთმანეთს, არამედ ინტერნეტსაც. ეს კავშირები მონაცემთა ბაზას ქმნის, რომელიც სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა მიზნით გამოიყენება. ამ ქსელს „საგნების ინტერნეტს“ უწოდებენ. ბოლო წლებში მეცნიერები ამ თემასთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზულად მუშაობენ. 2017 წლისთვის იგეგმება ახალი ფუნქციების დამატება, რაც თითქმის ყველა ნივთს ერთმანეთთან დააკავშირებს.

3. პირადი მედიცინა

2017 წელს იგეგმება ისეთი ტექნოლოგიის შექმნა, რითაც ადამიანს დამოუკიდებლად შეეძლება სხვადასხვა საშინელი დაავადებისგან თავის დაღწევა. განსაკუთრებით კიბოსგან და გულის დაავადებებისგან.

4. სოციალური რობოტები

ამერიკის შეერთებულ შტატებში ინდუსტრიულ რობოტებს საწარმოო და საყოფაცხოვრებო დანიშნულებით ხშირად იყენებენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს, სოციალური რობოტები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. რობოტებს ექნებათ სპეციალური მეხსიერების ბარათი, რომელიც დაპროგრამდება იმ პიროვნებასთან, რომელიც მას შეიძენს. რობოტები შეძლებენ ადამიანის ბრძანებების შესრულებასაც. 2017 წელს სატესტო ვერსიების ევროპაში გაშვება იგეგმება.

5. ვირტუალური რეალობა

კომპიუტერული გამოსახულებებითა და ხმებით სამყაროს მოდელირების (ხელახლა შექმნის) ხერხი. ამ ვირტუალურ სამყაროში შესასვლელად საგანგებო ჩაფხუტი უნდა დაიხუროთ, რომელიც მომცრო ზომის ტელეეკრანებზე სამგანზომილებიან გამოსახულებებს გიჩვენებთ, ხოლო ყურსასმენებში ხმებს გასმენინებთ. ვირტუალური რეალობა ისეთ შეგრძნებას იწვევს, თითქოს კომპიუტერის მიერ შექმნილ სამყაროში იმყოფებით. ვირტუალური რეალობის დახმარებით უფრო მარტივი გახდება წვრთნები და სწავლებები. ვირტუალურ სამყაროს ნებისმიერ სისტემას მძლავრი კომპიუტერი აქვს, რომელიც სწრაფად ხატავს სამგანზომილებიან სურათებს. კომპიუტერს ჩაფხუტი და ხელის მანიპულატორი უერთდება. კომპიუტერის მეხსიერებაში დამახსოვრებული მონაცემები ვირტუალური სამყაროს თითოეული ობიექტის ფორმას, ზომას, ფერსა და მდებარეობას აღწერს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, კომპიუტერში ვირტუალური სამყარო იქმნება. და ბოლოს, კომპიუტერული პროგრამა განსაზღვრავს, რა მოვლენები ხდება ასეთ სამყაროში. ვირტუალური რეალობა 2017 წლიდან, დედამიწის მოსახლეობის 55%-ს მიიზიდავს, ხოლო 20% გამოყენებას დაიწყებს.

წყარო intermedia.ge