როგორ შეცვლის ხელოვნური ინტელექტი შოპინგის პროცესს

ცენტრალური ქუჩების გასწვრივ განლაგებული მაღაზიები წარსულს ჩაბარდება. 2050 წლისთვის ვირტუალური რეალობა სულ უფრო მეტად დაიმკვიდრებს ადგილს ჩვენს საზოგადოებაში და სხვა სიახლეებთან ერთად, შოპინგის ტრადიციულ გზასაც შეცვლის. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ კვლავ გავიგებთ კითხვას: "თქვენ გემსახურებიან?"- იქნება ხელოვნური ინტელექტის პროგრამასთან ინტერაქციისას.

ადამიანები, მათ შორის, შოპოჰოლიკებიც ყველა თავის შენაძენს სახლიდან გააკეთებენ, ტანისამოსს ვირტუალურ რეალობაში მოისინჯავენ და კონსულტანტის კომპეტენტურ რჩევასაც კომპიუტერული პროგრამის სახით მიიღებენ.

ადგილზე მიტანის მომსახურება მფრინავი დრონების დახმარებით ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი გახდება.

ექპერტები, რომლებიც შოპინგის მომავალზე წერენ, ხმამაღლა საუბრობენ ფიზიკური, ციფრული და ბიოლოგიური ტექნოლოგიების ერთობლიობის გავლენაზე, მათ შორის, შოპინგის პროცესზე.

ექსპერტები პროგნოზირებენ:

• ვირტუალურ ექსპერიმენტებს, რომლის დროსაც გათვალისწინებული იქნება პროდუქციის დამზადების პროცედურებზე უშუალო დაკვირვების შესაძლებლობა

• ხელოვნურ ინტელექტს, როგორც კონსულტანტს, რომელმაც უკეთ იცის თითოეული ადამიანის გემოვნება და ინტერესები და შეუძლია, მოთხოვნის შესაბამისი კონკრეტული შეთავაზების გაკეთება. მაგალითად, თუ ზაფხული ახლოვდება, მას საზღვაო კოსტიუმის არჩევანის ჩვენება შეუძლია.

• ჰოლოგრაფიული მოდების ჩვენება, რომელიც ყველაზე უჩვეულო ადგილებში იქნება წარმოდგენილი.

EngineeringUK-ის აღმასრულებელი დირექტორის პოლ ჯექსონის თქმით, სწორედ ის ახლგაზრდა ადამიანები, რომლებიც ახლა სწავლობენ მათემატიკასა და მეცნიერებას, მომავალში ამ ინოვაციას დანერგავენ და რეალობად აქცევენ.

წყარო ALLNEWS.GE