„მერსედეს-AMG“ „GT C კუპეს“ და „GT R როდსტერის“ გამოშვებას აპირებს

„მერსედეს-AMG“ თავის ახალ სუპერავტომობილ GT-ს ოჯახის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს. კომპანიამ ახლახან დაადასტურა, რომ ამ ოჯახის მომდევნო წევრი იქნება „GT C კუპე“ და ის ბაზარზე მომავალ წელს გამოვა. ეს ავტომობილი კაბრიოლეტის იდენტური იქნება (სახურავის გარდა).

ეს ნიშნავს, რომ კუპე 550-ცხენისძალიანი ძრავით აღიჭურვება და ის ღია ვერსიაზე მსუბუქი იქნება. თუმცა მისი იდენტური დინამიკური მახასიათებლებს მიიღებს. კერძოდ, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 3.7 წამი დასჭირდება.

მაგრამ ამაზე საინტერესო სიახლე, „GT R როდსტერი“ უნდა იყოს, რომელიც წარმოების შემთხვევაში, GT-ს ოჯახის ყველაზე ტემპერამენტიანი და აგრესიული წევრის ღია ვერსია გახდება. ამ ავტომობილის შესახებ, შტუტგარტელები ოფიციალურ ინფორმაციას ჯერ არ აქვეყნებენ, თუმცა AMG-ს შეფმა ტობიას მიორსმა ლოს ანჯელესის ავტო შოუზე განაცხადა: „ვერ გეტყვით, GT R როდსტერს რა მომავალი ელის. ამ ეტაპზე, მის შესახებ მხოლოდ ვმსჯელობთ. მაგრამ ბაზრის პოტენციალი ჯერ არ შეგვისწავლია“

საინტერესო სტატისტიკა: „მერსედეს-AMG-მ“ შარშან რეკორდულად ბევრი - 68 875 ავტომობილი გაყიდა. ეს კი წინა წლის გაყიდვებზე 44.6 პროცენტით მეტია. საინტერესოა, რომ „მერსედეს-AMG“ 2013 წელს ვარაუდობდა, რომ 2017 წელს მისი გაყიდვები 30 000-ს მიაღწევდა. მაგრამ იმავე წელს, გაყიდვების მაჩვენებელი 32 000-ს ასცდა.

წყარო autobild.ge