იაპონია ყველაზე მძლავრ „სუპერკომპიუტერს“ შექმნის

იაპონია მსოფლიოში ყველაზე მძლავრი „სუპერკომპიუტერის“ შექმნას გეგმავს.

როგორც მისი შემქნელები ამბობენ, ეს იქნება ყველაზე სწრაფი კომპიუტერი მსოფლიოში, რომელიც 2018 წელს გამოჩნდება.

„როიტერის“ ინფორმაციით, იაპონია გეგმავს173 მილიონი დოლარის დახარჯვას მოწყობილობაზე, რომელიც წამში 130 კვადრილიონი კალკულაციას განახორციელებს ანუ 130 პეტაფლოპს. კომპიუტერს AI Bridging Cloud Infrastructure ანუ ABCI ეწოდება.

ამ დროისთვის სუპერკომპიუტერების რეიტინგში პირველ ადგილზე ჩინეთია, სუპერკომპიუტერით Sunway TaihuLight 93 პეტაფოლოპით. აღსანიშნავია, რომ სუპერკომპიუტერების რეიტინგში ორი ქვეყანა: აშშ და ჩინეთი დომინირებს. მათ შორის პირველ და მეორე ადგილებზე ჩინელები არიან, ამერიკული კომპიუტერი კი მესამე პოზიციაზეა. საერთო ჯამში, პირველ სამ ქვეყანაში 171 სუეპრკომპიუტერი მოდის, შემდეგ არის გერმანია 32 სუპერკომპიუტერით, იაპონია - 27, საფრანგეთი - 20 და დიდი ბრიტანეთი 17 სუპერკომპიუტერით.

იაპონიის ხელისუფლება ცდილობს ქვეყანა კვლავ ლიდერ პოზიციებზე დააბრუნოს ტექნოლოგიების სფეროში.

კოკა კვირკველია