Apple-მა წლის ყველაზე მოთხოვნადი აპლიკაციები დაასახელა

ამერიკულმა კომპანია Apple-მა 2016 წლის ყველაზე მოთხოვნადი აპლიკაციები დაასახელა, რომლის ჩამოტვირთვაც მომხმარებელს უფასოდ შეუძლია.

რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა მესინჯერი Snapchat, რომელიც გასული წლის რეიტინგში მეხუთე ადგილზე იყო. გასული წლის რეიტინგის ლიდერი Trivia Crack წლევანდელი რეიტინგის ტოპ-ათეულში საერთოდ ვერ მოხვდა.

მიმდინარე წლის რეიტინგში მეორეა Facebook-ის Messenger, ხოლო მესამე -  Pokémon Go, რომელსაც Instagram, Facebook, YouTube, Google Maps და Pandora მოსდევს.

რაც შეეხება ფასიანი აპლიკაციების ჩამონათვალს აქ პირველ ადგილზეა Heads Up, რომელიც გასულ წელსაც ლიდერი იყო.

რამდენიმე დღით ადრე ანდროიდისთვის საუკეთესო აპლიკაციად Prisma დასახელდა.

კოკა კვირკველია