შვეიცარიულმა კომპანიამ მომავლის თვითმავალი ელექტრომობილი შექმნა
შვეიცარიულმა კომპანიამ მომავლის თვითმავალი ელექტრომობილი შექმნა
27 დეკემბერი / 2016
შვეიცარიული საინჟინრო კომპანია „რინსპიდი“ დეტროიტის ავტოშოუზე კონცეპტუალური „ოაზისით“ წარდგება, რომელიც თვითმავალი ავტომობილია და რომელსაც პროექტის ავტორები, მომავლის საქალაქო სატრანსპორტო საშუალებად მოიაზრებენ. კონცეპტი ფუტურისტული გარეგნობით, პრაქტიკულობით და მანევრულობით გამორჩეული იქნება.


„ოაზისი“ ელექტრომობილია. მის სალონში ყველაფერია იმისათვის, რომ მგზავრმა კომფორტულად იგრძნოს თავი. მასში ორი კომფორტული სავარძელი, 5K ეკრანი (რომელიც საჭის რგოლის წინ, სალონის მთელ სიგანეზეა გადაჭიმული) და მრავალფუნქციური საჭის რგოლი მოთავსდა, რომელიც როცა ავტომობილი ავტონომიურ რეჟიმში იმუშავებს, ჩვეულებრივი მაგიდის როლს შესრულებს. სალონი მაქსიმალურად დაბლაა დაწეული, რაც მასში შესვლას და იქიდან გადმოსვლას აადვილებს.


ავტომობილის კავშირს გარე სამყაროსთან „ჰარმანის“ ღრუბლეულის პლატფორმა უზრუნველყოფს. 5K ეკრანზე გამოყენებულია ლაზერის ჰოლოგრაფიული პროექტორი, რომელიც „ვეირეიმ“ შეიმუშავა. ის ინფორმაციას უფრო სრულყოფილი ფორმით და მრავალფეროვნად გადმოსცემს.


დეტროიტამდე სამი დღით ავტომობილი ლას ვეგასის საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის გამოფენაზე წარდგება, შემდეგ კი დეტროიტის საერთაშორისო მოტორ შოუზე გადაინაცვლებს, რომელიც სტარტს 9 იანვარს აიღებს და ორი კვირა გაგრძელდება.

წყარო autobild.ge
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კოსმოსური კომპანია მფრინავი მანქანის პროტოტიპის შემოწმებას მიმდინარე წლის ბოლოსთვის გეგმავს.
კომპანია “საქნახშირმა“ 2016 წელს განხორციელებული აქტივობები შეაჯამა, - ამის შესახებ  ”საქნახშირიდან” იუწყებიან.
სახელწოდება და სლოგანი წარმატებული სარეკლამო კამპანიის აუცილებელი წინაპირობა გახლავთ და ეს იციან არამხოლოდ სპეციალისტებმა, არამედ რიგითმა მოქალაქეებმაც.
ამერიკული კომპანია Apple 2016 წლის ყველაზე ინოვაციურ კომპანიად ზედიზედ მე-11-ედ დასახელდა.
ონალაინ სესხებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდა. როგორც ”ნეტკრედიტის” დირექტორის მოადგილე ზვიად აიწურაძე აცხადებს, ახალი რეგულაციები ონლაინ კომპანიების საქმიანობას ხელს შეუშლის და მათი ნაწილი ბაზრიდან გავა.
თბილისის მერია ელექტრომობილი ტაქსებისთვის სპეციალური პარკირების ადგილების გამოყოფას იწყებს. როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა ამ ინიციატივის მხარდასაჭერად საკრებულოს მიმართა და საკითხი დადებითად გადაწყდა.
ელექტრომობილები თბილისში პარკირების გადასახადისგან გათავისუფლდებიან.
ტაქსოკომპანიების ინფორმაციით, ტაქსის მომსახურების ტარიფი 50 თეთრიდან 2 ლარამდე გაიზარდა.
დღეს, პრაქტიკულად ყველაფერს, რასაც შეიძენთ, ეს ტრანსნაციონალური კომპანიები აწარმოებენ, "მარსის", "სნიკერსისა" და "ფანტას" ჩათვლით:
კომპანია Google-მა 2015 წელს გადასახადებიდან 15,5 მილიარდი დოლარი დამალა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
21.01.2017
მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კოსმოსური კომპანია მფრინავი მანქანის პროტოტიპის შემოწმებას მიმდინარე წლის ბოლოსთვის გეგმავს.
სრულად
21.01.2017
გერმანული ავტომწარმოებელი „ფოლკსვაგენი“ ლეგენდარული მოდელის Type II-ს განახლებული სახით გამოშვებას გეგმავს.
სრულად
18.01.2017
იაპონურმა პრემიუმ კლასის ავტომწარმოებელმა კომპანია Lexus-მა საკუთარი ლოგოთი დამშვენებული პირველი სპორტული იახტა წარადგინა.
სრულად
18.01.2017
ამერიკული კომპანია Apple 2016 წლის ყველაზე ინოვაციურ კომპანიად ზედიზედ მე-11-ედ დასახელდა.
სრულად
15.01.2017
ტექნოლოგიების განვითარებისა და გლობალიზაციის ფონზე მსოფლიოს მასშტაბით ბიზნეს მოდელები ცვლილებებს განიცდის, ჩნდება ახალი პროფესიები, იქმნება ახალი სამუშაოები, რომლებიც ძველს ანაცვლებს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
22.01.2017
23.01.2017
USD
1
USD
2.6763
2.6763
EUR
1
EUR
2.8457
2.8457
GBP
1
GBP
3.2894
3.2894
RUB
100
RUB
4.4722
4.4722