შვეიცარიულმა კომპანიამ მომავლის თვითმავალი ელექტრომობილი შექმნა

შვეიცარიული საინჟინრო კომპანია „რინსპიდი“ დეტროიტის ავტოშოუზე კონცეპტუალური „ოაზისით“ წარდგება, რომელიც თვითმავალი ავტომობილია და რომელსაც პროექტის ავტორები, მომავლის საქალაქო სატრანსპორტო საშუალებად მოიაზრებენ. კონცეპტი ფუტურისტული გარეგნობით, პრაქტიკულობით და მანევრულობით გამორჩეული იქნება.

„ოაზისი“ ელექტრომობილია. მის სალონში ყველაფერია იმისათვის, რომ მგზავრმა კომფორტულად იგრძნოს თავი. მასში ორი კომფორტული სავარძელი, 5K ეკრანი (რომელიც საჭის რგოლის წინ, სალონის მთელ სიგანეზეა გადაჭიმული) და მრავალფუნქციური საჭის რგოლი მოთავსდა, რომელიც როცა ავტომობილი ავტონომიურ რეჟიმში იმუშავებს, ჩვეულებრივი მაგიდის როლს შესრულებს. სალონი მაქსიმალურად დაბლაა დაწეული, რაც მასში შესვლას და იქიდან გადმოსვლას აადვილებს.

ავტომობილის კავშირს გარე სამყაროსთან „ჰარმანის“ ღრუბლეულის პლატფორმა უზრუნველყოფს. 5K ეკრანზე გამოყენებულია ლაზერის ჰოლოგრაფიული პროექტორი, რომელიც „ვეირეიმ“ შეიმუშავა. ის ინფორმაციას უფრო სრულყოფილი ფორმით და მრავალფეროვნად გადმოსცემს.

დეტროიტამდე სამი დღით ავტომობილი ლას ვეგასის საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის გამოფენაზე წარდგება, შემდეგ კი დეტროიტის საერთაშორისო მოტორ შოუზე გადაინაცვლებს, რომელიც სტარტს 9 იანვარს აიღებს და ორი კვირა გაგრძელდება.

წყარო autobild.ge