ინტერნეტში ხშირად შეხვდებით რჩევებს და ინსტრუქციებს, თუ როგორ გაახანგრძლივოთ სმარტფონების ავტონომიური მუშაობის დრო.
როგორც წესი, მომხმარებლებს ურჩევენ გამორთონ Wi-Fi და LTE და განახლების ავტომატური ჩამოტვირთა გააკონტროლონ. ასეთ ინსტრუქციებს თან სდევს უამრავი მითი, რომლებიც გაჯეტების ავტონომიურობას უკავშირდება. ყველა რჩევას პრაქტიკული სარგებელი როდი მოაქვს, ხოლო ზოგიერთი მათგანი, პირიქით, სიტუაციას ამძიმებს.
წარმოგიდგენთ ყველაზე პოპულარულ მითებს iPhone-ის დატენვის შესახებ.
”დატენვამდე iPhone ბოლომდე უნდა ”დაჯდეს”
ეს სიცრუეა. ნებისმიერი სმარტფონის ელემენტის ოპტიმალური სამუშაო რეჟიმი 40-დან 80 პროცენტამდეა. ბატარეის განზრახ ნულამდე დაყვანა საჭირო არ არის. ეს iPhone-ს ვნებს კიდევაც: ელემენტის სისტემატური დაცლა მას მწყობრიდან უფრო მალე გამოიყვანს.
” iPhone-ის ღამით დატენვა ელემენტს კლავს“
პოპულარული მითის თანახმად, თუ თქვენ ღამით დასატენად შეერთებულ ტელეფონს დატოვებთ, ეს ელემენტს „მოკლავს“. ამ თეორიაში არის სიმართლის მცირე წილი, მაგრამ ის არ უკავშირდება ღამეს.არსებობს თეორია, რომ ხანგრძლივი დატენვის გამო ბატარეა შეიძლება გადახურდეს და აფეთქდეს კიდეც. თვითაალების შემთხვევები ნამდვილად ხდება, მაგრამ დღე-ღამის პერიოდი და დატენვის ხანგრძლივობა ამაზე არანაირად არ მოქმედებს.
”Bluetooth-ისა და Wi-Fi-ის გათიშვით და აპლიკაციების დახურვით iPhone-ის ავტონომიურობის გახანგრძლივება შეიძლება”
დღეს iPhone-ბმა და iPad-ებმა სტაციონალური კომპიუტერები და ლეპტოპები ჩაანაცვლეს. მობილურ ტექნიკას უკვე აქვს იმ ფუნქციების უმეტესი ნაწილი, რაც ადრე მიუწვდომელი იყო. მაგალითად, რამდენიმე აპლიკაციის ერთდროული ჩართვა და მოხმარება.
თუმცა, ზოგიერთი ჩვენგანი რატომღაც მიიჩნევს, რომ თუკი ტელეფონზე პარალელურ რეჟიმში 2-3 აპლიკაციაა ჩართული, ეს ნეგატიურად აისახება ავტონომიურობაზე. ამ მითთან დაკავშირებით Genius Bar-ის ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს: ”როდესაც თქვენ პარალელურ რეჟიმში რამდენიმე აპლიკაციას ხსნით, ამ დროს ელემენტი იხარჯება. როდესაც თქვენ ამ აპლიკაციებს ხურავთ, თქვენ ასევე ხარჯავთ ტელეფონის ენერგიას. თუ თქვენ ისევ მოგიწევთ ამ აპლიკაციების ჩართვა, თქვენ ისევ დახარჯავთ ტელეფონის ენერგიას. განა უფრო ადვილი არ არის, ეს აპლიკაციები არ დახუროთ? დამიჯერეთ, iOS-ზე აპლიკაციების პარალელურ რეჟიმში მუშაობა შესანიშნავადაა აწყობილი”.
ასევე ბევრი თვლის, რომ Bluetooth-ისა და Wi-Fi-ის მუშაობა საგრძნობლად ხარჯავს ელემენტს. ამ მიზეზით ბევრი ყოველთვის ცდილობს უსადენო კავშირები გათიშოს. სინამდვილეში, ეს სიცრუეა. Bluetooth-ი და Wi-Fi-ი იმდენად მცირემოთხოვნადი მოდულებია, რომ მათი მუშაობის კვალს ვერც კი აღმოაჩენთ.
”iPhone-ის დატენვა მხოლოდ Apple-ის ადაპტერით შეიძლება”
პოპულარული თეორიის მიხედვით, მოწყობილობების დატენვა მხოლოდ ავტორიზებული დამტენებით უნდა ხდებოდეს. ამის მაგალითად iPhone-ი და კაბელი Lightning-ი გამოდგება. როგორც წესი, ჩინეთში დამზადებული იაფფასიანი კაბელები Apple-ის გაჯეტებზე არ მუშაობს. აქ საქმე წარმოების ტექნოლოგიასთან და ერთიანი სტანდარტების არგათვალისწინებასთან გვაქვს.
Android-იან მოწყობილობებთან ყველაფერი უფრო მარტივადაა. როგორც წესი, ასეთი ტელეფონების 99%-ს უნივერსალური USB-პორტი გააჩნია.