„ფეისბუქმა“ გაცნობის ახალი სერვისი ჩაუშვა

„ფეისბუქმა“ მობილურ აპლიკაციას ახალი ფუნქცია დაამატა, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებლებს ახალი საქმიანი პარტნიორებისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის ახალი ადამიანების გაცნობას სთავაზობს.

ახალი ფუნქცია, სახელწოდებით Discover People (აღმოაჩინე ადამიანები) მომხმარებელს შესთავაზებს იმ ადამიანების, ვინც მათ ქალაქში ან მათ კომპანიაში მუშაობს. ასევე შესაძლებელი იქნება იმ ადამიანების პოვნა, ვინც იმავე ღონისძიებით არიან დაინტერესებული, რითიც თქვენ.

ახალი სერვისი More-ის პანელის მარჯვენა კუთხეში გამოჩნდება. სერვისის ჩასაშვებად აუცილებელია საიტზე თქვენი და თქვენი ინტერესების შესახებ მოკლედ მოყვეთ, ასევე განათავსოთ რამდენიმე ფოტოსურათი.

სერვისის ტესტირება 2016 წლის ბოლოს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში დაიწყო. თუმცა, ამიერიდან Discover People თანდათანობით გამოჩნდება ყველა მომხმარებლის მობილურზე, ვისაც „ფეისბუქის“ აპლიკაცია აქვს.

მსგავსი, გაცნობითი სახის აპლიკაციები როგორიც Tinder და Bumble არის, უკვე რამდენიმე წელია პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებს შორის.