Bank of America-ს ახალი დეპარტამენტები თანამშრომლების გარეშე ფუნქციონირებს

Bank of America-მ სამი ახალი დეპარტამენტი გახსნა, სადაც დასაქმებული არავინ იქნება.

ბანკის წარმომადგენლის ენ პეისის განცხადებით, იანვარში ფინანსურმა ორგანიზაციამ სამი ავტომატიზირებული განყოფილება გახსნა პერსონალის გარეშე. პეისმა აღნიშნა, რომ ამ ოფისებში კლიენტებს შეუძლიათ არა მხოლოდ ბანკომატების გამოყენება, არამედ საკრედიტო ბარათის შეკვეთაც, იპოთეკის გაფორმება და ავტოკრედიტის მოთხოვნა. ამერიკის ბანკის სხვა ფილიალების თანამშრომლები კლენტებს ვიდეოკავშირის მეშვეობით აღმოუჩენენ დახმარებას.

ბანკის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პერსონალის გარეშე მომუშავე ოფისების ჩაშვება ხარჯების ოპტიმიზაციის ფარგლებში მიმდინარეობს. პეისის თქმით, ახალი ოფისები მინესოტასა და დენვერში გაიხსნა. ავტომატიზირებული ოფისები ჩვეულებრივი პერსონალით დაკომპლექტებული ფილიალების დაახლოებით მეოთხედია.