Smartflower - ყვავილის ფორმის მზის პანელები

ყვავილის ფორმის მზის პანელები - Smartflower-ი აღჭურვილია ე.წ. ჭკვიანი სისტემით. სისტემა მზესთან მიმართებაში პანელების იდეალურ კუთხეს უზრუნველყოფს, რის გამოც 40%-ით მეტი ენერგიის წარმოება შეუძლია, ვიდრე ჩვეულებრივ "ფიქსირებულ" მზის პანელებს.

"ყვავილის ფორმის" მზის პანელებს შეუძლია წელიწადში 4000 კილოვატი საათი ელექტროენერგია აწარმოოს. გაშლილ მდგომარეობაში მოწყობილობის სიმაღლე 5 მ-მდეა. მოწყობილობის მონტაჟს დიდი დრო არ სჭირდება. მისი სრული გამართვა 1 საათშია შესაძლებელი.

ცუდ ამინდში და ღამის საათებში მოწყობილობა ავტომატურად იკეცება, ასევე აღჭურვილია თვითდასუფთავების ფუნქციითაც.

წყარო : ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაცია