სტივენ ჰოკინგი კოსმოსში გაფრენას გეგმავს

ცნობილი ბრიტანელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი სტივენ ჰოკინგი კომპანია Virgin Galactic-ის პროექტის ფარგლებში კოსმოსში გაფრენას გეგმავს.

ფიზიკოსი დედამიწას რიჩარდ ბრენსონის ხომალდით დატოვებს. როგორც პროფესორმა ჰოკინგმა Good Morning Britain-თან საუბრისას განაცხადა, ოცნებაშიც კი ვერ წარმოედგინა, რომ კოსმოსში გაფრინდებოდა.

”რიჩრდ ბრენსონმა შემომთავაზა ”ვირჯინ გალაქტიკზე” მგზავრობა და მე დაუყოვნებლივ დავთანხმდი”, - განაცხადა ჰოკინგმა.

რიჩარდ ბრენსონის კომპანია ”ვირჯინ გალაქტიკი” მალე ადამიანებს კომერციული რეისებით გაიყვანს კოსმოსში. მომავალში კომპანია ასევე გეგმავს მსურველებს ორბიტალური ფრენები შესთავაზოს.