"მაიკროსოფტმა" ახალი სტრატეგია წარადგინა

კომპანია "მაიკროსოფტმა" ახალი სტრატეგია "ქლაუდი" წარადგინა. "მაიკროსოფტის" განმარტებით, "ქლაუდის" ტექნოლოგიამ ბიზნესისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის შესაძლებლობები გააჩინა. ახალი მიმართულება ინფორმაციის "მაიკროსოფტის" მონაცემთა ბაზაში შენახვას გულისხმობს, რაც უსაფრთხოების განსაკუთრებით მაღალ სტანდარტებზე მეტყველებს. ამ ეტაპზე ტექნოლოგიის დანერგვა მთელ მსოფლიოში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. ბიზნეს ორგანიზაციებში "ქლაუდი" ცვლის ადამიანების მუშაობის სტილსა და წარმოების წესს. "მაიკროსოფტის" დახმარებით, კომპანიებს მსოფლიო მასშტაბით შესაძლებლობა აქვთ, "ქლაუდთან" ერთად ციფრული ტრანსფორმაცია მოახდინონ.

იხილეთ ვიდეო palitravideo.ge-ზე