რა შეიცვლება ახალ BMW X5-ში?

SUV-კლასის ავტომობილების პოპულარობა წლიდან წლამდე მატულობს. LMC Automotive-ის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ 2021 წელს მსოფლიოში უკვე მინიმუმ 9,5 მილიონი SUV გაიყიდება. შედარებისთვის: 2016 წელს 7,8 მილიონი SUV გაიყიდა.

  • რას არის SUV? - სპორტული უნივერსალი, „ჯიპი“, მზიდი ძარას მქონე სრულამძრავიანი მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც უგზოობის ავტომანქანისა და ჩვეულებრივი სამგზავრო ავტომანქანის თვისებებს აერთიანებს.
რაკი მოთხოვნა იზრდება, ავტომწარმოებლებიც სულ უფრო და უფრო მეტს ცდილობენ და SUV-კლასის ავტომობილების სეგმენტში არჩევანი უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება. უახლოესი 5 წლის განმავლობაში ავტომწარმოებლებს 50-ზე მეტი ასეთი ახალი მოდელის გამოშვება აქვთ დაგეგმილი.

და მთელი მსოფლიო, რა თქმა უნდა, მოუთმენლად ელოდება სეგმენტის ერთ-ერთი უმთავრესი მოდელის, BMW X5-ის ახალ თაობას, რომელიც 2018 წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს!

მომდევნო X5 ბავარიელთა ახალ, უკანაამძრავიან არქიტექტურაზე იქნება ბაზირებული, რომელიც ამჟამინდელ პლატფორმაზე მსუბუქი იქნება, რითაც საწვავის ხარჯიც უნდა შემცირდეს და მანქანაც უფრო დინამიკური უნდა გახდეს. მეტი სპორტულობა 22 დუიმამდე ბორბლების დამსახურებაც იქნება, ისევე, როგორც სტაბილურობის ახალი სისტემის, მოხვევის ახალი სისტემის (X-Steer) და უახლესი სამუხრუჭე სისტემის, რომელსაც ბავარიელების ერთ-ერთი ბესტსელერი მიიღებს. მომსახურების კონცეფცია თითქმის მთლიანად სენსორული უნდა გახდეს და მასში გაერთიანდება მაჩვენებელთა დაფა, Head-up-დისპლეი და დიდი მონიტორი.

  • რა არის Head-up-დისპლეი? - ინდიკაციის სისტემა საქარე მინაზე. ხელსაწყოთა ჩვენებების საქარე მინაზე პროეცირების სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს მძღოლს, გზიდან თვალის მოწყვეტის გარეშე, მართვის პანელის ძირითადი მონაცემები მუდმივად მხედველობის არეში ჰქონდეს.
რა თქმა უნდა, გამოვა BMW X5-ის Plug-in-ჰიბრიდული ვერსიაც, რომელშიც 184 ცხენის ძალის მქონე 2-ლიტრიანი ძრავა ელექტრომოტორთან (70 კვ) გაერთიანდება და მივიღებთ 280-ცხენისძალიან სისტემურ სიმძლავრეს. ასეთი X5 სუფთა ელექტრონული სვლით 50 კილომეტრის გავლას მოახერხებს.

ცხადია, მომავალი X5 4-ცილინდრიანი, 6-ცილინდრიანი და V8 ძრავებითაც გამოვა, ოღონდ, თითოეული აგრეგატი განახლებული იქნება. ახალი X5 M 50d-ს სიმძლავრე დაახლოებით 400 ცხენის ძალა იქნება, ხოლო X5 M-ის კი - 600 ცხენის ძალა. იგეგმება 360-ცხენისძალიანი M-Performance-ვერსიის გამოშვებაც.

წყარო autobild.ge