„ეფლი“ და „ბოში“ ავტონომიურ ტექნოლოგიებზე ერთად მუშაობენ

ამერიკული კომპანია „ეფლი“ ახალ ტექნოლოგიაზე მუშაობს და ამ საქმეში მისი პარტნიორი გერმანული „ბოშია“.

მართალია, გერმანულ კომპანიასთან თანამშრომლობის თემაზე, „ეფლი“ კომენტარისგან თავს იკავებს, მაგრამ „ბოშმა“ გამოცემა „ავტომოტივ ნიუსთან“ დაადასტურა, რომ „ეფლს“ ელექტრონულ კომპონენტებს აწვდის.

„ბოში“ არ აკონკრეტებს, რა ტიპის პროდუქციას აწარმოებს „ეფლისთვის“, თუმცა ცნობილია, რომ როიტლინგენში საავტომობილო კონტროლის სისტემებს და სენსორებს აწარმოებს“, - იუწყება „ავტომოტივ ნიუსი“.

არცთუ დიდი ხნის წინ, „ეფლმა“ თვითმავალი ტექნოლოგიების შემუშავებით თავისი დაინტერესება გამოხატა. კომპანიამ საკუთარი ხედვა წარმოადგინა იმ გეგმისა, რომელიც აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ შეიმუშავა. მაშინვე კომპიუტერებისა და მობილურების მწარმოებელმა გიგანტმა დაადასტურა, რომ ავტონომიური ტექნოლოგიების სფეროში ინვესტიციებს არ იშურებს, რადგან თვლის, რომ ტრანსპორტის ამ ტიპს კარგი პერსპექტივა აქვს.