iOS 11-ს ქართული კლავიატურა დაემატა

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Apple-მა, სან ხოსეში გამართულ ფორუმზე WWDC ოპერაციული სისტემა iOS-ის განახლებული მეთერთმეტე ვერსია წარმოადგინა.

წლევანდელი პრეზენტაცია განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა iPhone-ის ქართველი მომხმარებელისთვის, რადგან iOS 11-ის სატესტო ვერსიაში ქართული კლავიატურა უკვე ოფიციალურად იქნება წარმოდგენილი.

მთავარ სიახლეებს შორის დასახელებულია უფრო მძლავრი აპლიკაციები. ახალ საოპერაციო სისტემაში ყველაზე რადიკალური სიახლე ფაილების მენეჯერია. ახლა მისი საშუალებით ფაილების მართვა ხელით შეიძლება. ასევე გაუმჯობესებულია პერსონალური ასისტენტი Siri, რომელიც ხმოვან ფრაზას მისთვის ცნობილ ყველა ენაზე გადათარგმნის. სისტემა ასევე გვთავაზობს ფოტოების დამუშავების გაუმჯობესებულ პროგრამებს.

iOS 11 "ეფლის" მომხმარებლებისთვის მიმდინარე წლის ბოლოდან გახდება ხელმისაწვდომი.

კოკა კვირკველია