Apple-ის წარმოებული სპორტული ფეხსაცმელი აუქციონზე 15 ათას დოლარად იყიდება

ცოტა ვინმემ თუ იცის რომ ტექნოლოგიური გიგანტი Apple ტანსაცმლის ინდუსტრიაშიც იყო ჩართული.

გასული საუკუნის 80-90-იან წლებში Apple ამ სფეროშიც აქტიურობდა.

სწორედ ამ პერიოდში წარმოებული სპორტული ფეხსაცმლის აუქციონზე გაყიდვას გეგმავს სააუქციონო სახლი Heritage Auction House, რომელიც ამ ვინტაჟური პროდუქტის სასტარტო ღირებულებად 15 ათას დოლარს ასახელებს.

„ეპლის ბოტასები“ საკუთარ მყიდველ 11 ივნისს იპოვის და როგორც სააუქციონო სახლში განმარტავენ, მისმა სავარაუდო ღირებულებამ შესაძლოა 30 ათასამდეც მიაღწიოს.

თეთრი ფერის ბოტასებს კომპანიის ლოგო ამშვენებს, რომელიც ცისარტყელას ფერებშია გადაწყვეტილი.

80-იანებში ტექნოლოგიური კომპანია ასევე აწარმოებდა პერანგებს, მაისურებს, ბავშვის ტანსაცმელს, აქსესუარებსა და სპორტულ ინვენტარს.

კოკა კვირკველია