მექსიკაში ელექტრო ტაქსების გამოშვებას გეგმავენ
მექსიკაში ელექტრო ტაქსების გამოშვებას გეგმავენ
12 ივნისი / 2017
მექსიკური საავტომობილო კომპანია „ჯაიანტ მოტორსი“, რომელიც ნაწილობრივ მილიარდერ კარლოს სლიმს ეკუთვნის, წარმოებისთვის ელექტრულ ტაქსის ამზადებს, რომელმაც სრულად უნდა შეცვალოს შიდაწვის ძრავებით აღჭურვილი ტაქსები, რომელთა რიცხვიც მარტო მექსიკო სიტიში 130 000-ს აღწევს. როიტერის ინფორმაციით, ელექტრო ტაქსის პროექტზე მუშაობისას, „ჯაიანტ მოტორსს“ პარტნიორობას ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია „მოლდექსი“ და ოთხი დიდი მექსიკური უნივერსიტეტი უწევს. ამ ეტაპზე, ელექტრო ტაქსის სატესტო პროტოტიპები მუშავდება.

„ჯაიანტ მოტორს ლატინოამერიკას“ მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ელიას მასრი ამბობს, რომ პროტოტიპების შემუშავება წელს უნდა დასრულდეს. მისი თქმით, მექსიკო სიტის ტაქსების მუშაობის თავისებურება
You must have Flash Player installed in order to see this player.
ისაა, რომ მძღოლებს ხშირად კლიენტის ძებნაში, არაერთი კილომეტრის უქმედ გავლა უწევთ. შესაბამისად, ელექტრო ტაქსის უნდა ჰქონდეს სწრაფად დამუხტვადი ელემენტების ბლოკი, რომელიც ენერგიას დიდხანს შეინარჩუნებს და ავტომობილს ერთი დამუხტვით დიდ მანძილს გაატარებს.

„ჯაიანტ მოტორსის“ (მისი აქციების 50 პროცენტი სლიმის ჯგუფს „გრუპო ფინანსიერო ინბურსას“ ეკუთვნის) და „მოლდექსისთვის“ ეს პირველი ერთობლივი პროექტი არ იქნება. მათ უკვე შეიმუშავეს მსუბუქი სატვირთო ელექტრომობილი, რომელიც 500 ცალი დაამზადეს კიდეც. ამ ელექტრომობილს 1 ტონა ტვირთის ტვირთამწეობა აქვს და ძალიან მოსახერხებელია ისეთი დიდი ქალაქისთვის, როგორიც მექსიკო სიტია.

მექსიკო სიტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაბინძურებული ქალაქია. მის ატმოსფეროში განსაკუთრებით მაღალი შემცველობითაა გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდები და ნახშირჟანგი (მხუთავი აირი). ჰაერში ამ ნივთიერებათა დიდი რაოდენობით გამოფრქვევას დიზელის აგრეგატები იწვევს. ამის გამო, ქალაქში 2025 წლამდე დიზელის ძრავებით აღჭურვილი ავტომობილების მოძრაობა აიკრძალება. ცნობისთვის, იგივე გეგმები აქვთ პარიზს, მადრიდს და ათენს.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
მიწებთან დაკავშირებულ კანონს პარლამენტი ორი მესამედით ანუ სულ მცირე 100 ხმით მიიღებს. ამასთან დაკავშირებით ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში კეთდება, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კორექტირებულ ვარიანტშია ასახული.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის დაფუძნებული ორგანიზაცია TUM International-ის
ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი მაქსიმალურად ითვალისწინებს ნენსკრასა და ნაკრას ხეობების მცხოვრებთა ინტერესებს - ამის შესახებ კომპანია, სს „ნენსკრა ჰიდროს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ საანგარიშო შეხვედრას დაესწრო
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა საქართველოში, ტაჯიკეთსა და ინდოეთში პროექტების განხორციელების მიზნით ორი სესხი და 324 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სააქციო ინვესტირება დაამტკიცა.
პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში შპს „ქართული ხილის კომპანიამ“ ვაშლის ბაღი გააშენა.
პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული პროექტი – ბოლო მინიმუმ 50-60 წლის განმავლობაში.
პარლამენტში ინიცირებულია კანონში ცვლილებები, რომლითაც უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით მორატორიუმი ცხადდება.
აზიის განვითარების ბანკი ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს დააფინანსებს.
ქუთაისში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრების პროექტის ფარგლებში ტრენინგი გაიმართა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.06.2017
სამხრეთ კორეული კომპანია მიმდინარე ზაფხულს, უფრო კონრკეტულად კი აგვისტოს მეორე ნახევარში დიდი პრემიერსითვის ემზადება.
სრულად
21.06.2017
კონვერტირებადი ლეპტოპების გამას სითხელის მიხედვით ახალი ლიდერი ჰყავს.
სრულად
17.06.2017
იაპონიაში ისეთი სატვირთო გემების შექმნაზე მუშაობენ, რომლებიც არ საჭიროებენ კაპიტანს, თვითნებურად იკვლევენ კურსს და ხარვეზების პროგნოზირება შეუძლიათ.
სრულად
16.06.2017
მიუნხენის მერიაში დიზელზე მომუშავე მანქანების აკრძალვაზე ფიქრობენ.
სრულად
12.06.2017
კომპანია „ბოინგი“ უპილოტო სამგზავრო თვითმფრინავების შექმნის შესაძლებლობის კვლევებს შეუდგა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
22.06.2017
23.06.2017
USD
1
USD
2.4081
2.4080
EUR
1
EUR
2.6841
2.6881
GBP
1
GBP
3.0419
3.0512
RUB
100
RUB
4.0412
4.0271