"ბოინგი" უპილოტო სამგზავრო თვითმფრინავების გამოშვებას გეგმავს

კომპანია „ბოინგი“ უპილოტო სამგზავრო თვითმფრინავების შექმნის შესაძლებლობის კვლევებს შეუდგა.

ავტოპილოტის სისტემაში გამოყენებული იქნება ხელოვნური ინტელექტი.

ბოინგის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ სინეტის თქმით, ტექნოლოგიის შექმნის საბაზისო ბლოკები უკვე არსებობს.

მისივე თქმით, „ბოინგის“ დაინტერესება ამ ტექნოლოგიით იმითაცაა განპირობებული, რომ პილოტების ნაკლებობაა მსოფლიოს მასშტაბით და ეს „ეს პრობლემა მომავალში კიდევ უფრო გამწვავდება, ვინაიდან საჰაერო გადაზიდვაზე გლობალური მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება“.

სინეტი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის ტესტირებას იმიტატორზე ამ ზაფხულს აპირებს, ხოლო გაისად ტექნოლოგიას რეალურ პირობებში გამოცდიან.

„ეს იქნება ექსპერიმენტული ფრენები ინჟინრებთან და პილოტებთან ერთად, თუმცა მგზავრების გარეშე“, - დასძინა მან.