გერმანიაში დიზელზე მომუშავე მანქანების აკრძალვას გეგმავენ
გერმანიაში დიზელზე მომუშავე მანქანების აკრძალვას გეგმავენ
16 ივნისი / 2017
მიუნხენის მერიაში დიზელზე მომუშავე მანქანების აკრძალვაზე ფიქრობენ.
უფრო კონკრეტულად, საუბარია სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა ძრავი არ შეესაბამება ევრო 6-ის ეკოლოგიურ სტანდარტებს.

თუმცა, გამონაკლისი იქნება დაშვებული ტაქსისა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. მიუნხენის მერიის წარმომადგენელთა განცხადებით, ჰაერში ოქსიდების შემცველობის მაჩვენებლის ზრდა შემაშფოთებელ ზღვარზეა.

მერიის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გიგანტი ავტომწარმოებლები BMW და Daimler გამოდიან. აღნიშნული კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, დიზელზე მომუშავე ავტომობილების აკრძალვა ჰაერის დაბინძურების პრობლემას ვერ მოაგვარებს და ევრო 5-ის სტანდარტის ავტომფლობელთა მიმართ არასწორი გადაწყვეტილება იქნება.

სტატისტიკური მონაცემებით, გერმანიაში მსუბუქი ავტომობილების თითქმის ნახევარი დიზელზე მუშაობს.
კომენტარები (3)
22.06.2017
დავით
და რატომ არის ნაგავი ევრო 4 ან ევრო 5. მშვენიერია
20.06.2017
ბაბუს
ევროპული ევრო 4 ან ევრო 5 დიზელის ძრავებზე ნაგავია? ან მერსედესი ან ბმვ? მალადეც ))
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.06.2017
სამხრეთ კორეული კომპანია მიმდინარე ზაფხულს, უფრო კონრკეტულად კი აგვისტოს მეორე ნახევარში დიდი პრემიერსითვის ემზადება.
სრულად
21.06.2017
კონვერტირებადი ლეპტოპების გამას სითხელის მიხედვით ახალი ლიდერი ჰყავს.
სრულად
17.06.2017
იაპონიაში ისეთი სატვირთო გემების შექმნაზე მუშაობენ, რომლებიც არ საჭიროებენ კაპიტანს, თვითნებურად იკვლევენ კურსს და ხარვეზების პროგნოზირება შეუძლიათ.
სრულად
12.06.2017
კომპანია „ბოინგი“ უპილოტო სამგზავრო თვითმფრინავების შექმნის შესაძლებლობის კვლევებს შეუდგა.
სრულად
12.06.2017
მექსიკური საავტომობილო კომპანია „ჯაიანტ მოტორსი“, რომელიც ნაწილობრივ მილიარდერ კარლოს სლიმს ეკუთვნის, წარმოებისთვის ელექტრულ ტაქსის ამზადებს, რომელმაც სრულად უნდა შეცვალოს შიდაწვის ძრავებით აღჭურვილი ტაქსები, რომელთა რიცხვიც მარტო მექსიკო სიტიში 130 000-ს აღწევს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
22.06.2017
23.06.2017
USD
1
USD
2.4081
2.4080
EUR
1
EUR
2.6841
2.6881
GBP
1
GBP
3.0419
3.0512
RUB
100
RUB
4.0412
4.0271