სან მარინო შესაძლოა პირველი ქვეყანა გახდეს ევროპაში, სადაც 5G ინტერნეტი ჩაეშვება

სან მარინო შესაძლოა, პირველი ქვეყანა გახდეს ევროპაში, რომელიც 5G კავშირგაბმულობის სტანდარტს შემოიღებს ქვეყნის მასშტაბით.

იტალიური გამოცემა Il Sole 24 Ore-ს ინფორმაციით, Telecom Italia Mobile სან-მარინოს ხელისუფლებასთან შეთანხმების დადებას გეგმავს, რომელიც კომპანიას საშუალებას მისცემს, ახალი ტექნოლოგიის დატესტვა განახორციელოს, 2018 წელს კომერციულ ბრუნვაში გაშვების შესაძლებლობით.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 5G სტანდარტის ტესტირება ამჟამად სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და აშშ-ში ხდება.

Telecom Italia Mobile ახალი მობილური სტანდარტის დატესტვას მილანსა და ტურინშიც ახორციელებს, თუმცა სან-მარინოში ნაკლები საკანონმდებლო შეზღუდვებია რადიოსიხშირეების გამოყენებაზე.