ილონ მასკის პროექტით, ნიუ-იორკიდან ვაშინგტონამდე ჩასვლა 29 წუთში იქნება შესაძლებელი

ილონ მასკმა მიწისქვეშა ჰიპერლუპის მშენებლობაზე ნებართვა მიიღო.ჰიპერლუპი ნიუ-იორკსა და ვაშინგტონს 29 წუთში დააკავშირებს. ტესლას დამფუძნებელმა ნებართვის მიღების შესახებ ინფორმაცია ტვიტერის საკუთარ გვერდის საშუალებით გაავრცელა, თუმცა არ დააკონკრეტა ვისგან მიიღო მშენებლობის დაწყების უფლება.

"ახლახანს მივიღე ვერბალური თანხმობა, რომელიც კომპანია Boring Company-ის ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის დამაკავშირებელი მიწისქვეშა ჰიპერლუპის მშენებლობის საშუალებას მისცემს"- დაწერა მასკმა ტვიტერზე. მას არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობს, ვერბალურ თანხმობაში.

ილონ მასკმა ელექტრომაგნიტური გვირაბის სისტემაზე პირველად 2013 წელს დაიწყო საუბარი.