1996 წლის შემდეგ პირველად, Google მთავარ გვერდს ცვლის

ინტერნეტ საძიებო გიგანტი Google 1996 წლიდან, დაარსებიდან პირველად, თავის სახელგანთქმულ, სადა მთავარ გვერდს ცვლის.

კომპანიის ინფორმაციით, აქამდე ყველასთვის კარგად ცნობილი, თეთრ ფონზე „გუგლის“ ლოგოთი და საძიებო ველით მთავარი გვერდის დიზაინი რადიკალურად შეიცვლება. მთავარ გვერდს Google’s interest და ახალი ამბების გვერდი დაემატება.

The Guardian-ის ინფორმაციით, პერსონალიზებული ინფორმაციის გვერდი, რომელიც Google-ის მობილურ აპლიკაციებზე Android-სა და iOS-ზე 2012 წლიდან მოქმედებს, ასევე Google-ის Nexus-ისა და Pixel-ის სმარტფონების და ტაბლეტების სასტარტო გვერდი, მთავარი ვებსაიტის ნაწილი გახდება.

”მომხმარებლები დაინახავენ სხვადასხვა შინაარსის ბარათებს: სპორტის საუკეთესო ეპიზოდები, ვიდეოები, ახალი მუსიკა, წასაკითხი ისტორიები და ა.შ. ახალი ამბების გვერდი დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ Google-თან თქვენს კონტაქტებზე, არამედ იმაზეც, თუ რა არის პოპულარული თქვენს რეგიონსა და მსოფლიოში”.

მომხმარებლებს ასევე შეეძლებათ პირდაპირ ძებნის შედეგებიდან თვალყური ადევნონ ახალ ამბებს სხვადასხვა თემებზე, როგორებიცაა სპორტი, ფილმები, მუსიკა და ცნობილი სახეები“, - განაცხადა Google-ის ვიცე-პრეზიდენტმა ტექნოლოგიების დარგში შაში თჰაკურმა.