Louis Vuitton-მა  ჭკვიანი საათი გამოუშვა

ფრანგულმა მოდის სახლმა Louis Vuitton-მა პირველი სმართ საათი - Tambour Horizon გამოუშვა.

Louis Vuitton-მა საათი Google და Qualcomm პარტნიორობის ფარგლებში შეამუშავა. ოპერატიული სისტემა Android Wear 2.0-ზეა. საათს ბატარეა ერთი დღე-ღამის განმავლობაში ყოვნის.

ვუტონის ჭკვიან საათს გააჩნია Android Wear-სთვის დამახასიათებელი სტანდარტული ფუნქციები: თაიმერი, მაღვიძარა, ამინდის პროგნოზი, ზარების შეტყობინება, ელ.ფოსტა და მესიჯები. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, საათი ახალგაზრდებსა და იმ ადამიანებზეა გათვლილი, ვისაც მოგზაურობა იზიდავს. სპეციალურად მოგზაურობის მოყვარულთათვის Tambour Horizon-ს ორი აპლიკაცია აქვს, რომელიც მოხმარებლებს დაგეგმილ რეისებსა და აეროპორტში მიმდინარე ცვლილებებზე აწვდის ინფორმაციას, მეორე აპლიკაცია კი ტურისტულ რუკებს სთავაზობს საათის მეპატრონეებს. 

საათის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე Louis Vuitton-ის მაღაზიებში.  ცნობილი ბრენდის ჭკვიანი საათის ფასი 2,450 აშშ დოლარიდან იწყება. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია თავად აირჩიოს საათისთვის სამაჯური, რომელიც დამატებით 300 დოლარი დაუჯდება.