რჩევები მომხმარებელს - როგორ მოვითხოვოთ YouTube-დან ინფორმაციის წაშლა

ნებისმიერ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა YouTube-ის მიერ დადგენილ რეგულაციებთან შეუსაბამო ვიდეოს აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართოს კომპანიას მისი წაშლის მოთხოვნით.

გარდა ამისა, შესაძლებელია მოთხოვილი იქნას იმ მომხმარებლის დაბლოკვა, რომელსაც აქვს კომპანიის პოლიტიკის შეუსაბამო ფოტო, ფონი ან/და სხვა მომხმარებლის ფოტოს იყენებს საკუთარი ანგარიშისათვის (account).

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ცნობით, დაუშვებელია „იუთუბზე“ ისეთი ვიდეოს ატვირთვა, რომელიც შეიცავს: სიშიშვლეს და სექსუალური ხასიათის კადრებს, მაგალითად, პორნოგრაფიას; საზიანო ინფორმაციას, რომლის ნახვა და პრაქტიკაში გამოყენება შესაძლოა ადამიანს, განსაკუთრებით ბავშვებს, საფრთხეს უქმნიდეს; ძალადობას და სისხლიან კადრებს; საავტორო უფლებებით დაცულ მასალას; სიძულვილისა და შუღლის შემცველ მასალას, ინფორმაციას რომელიც მიზნად ისახავს პირის ან პირთა წრის წინააღმდეგ პროპაგანდას, რასობრივი კუთვნილების, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური შეხედულებების, ფიზიკური შესაძლებლობების, სქესის, ასაკის, ეროვნების, და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე; მუქარის და სხვა პირებისათვის საფრთხის შემცველ მასალას - მაგალითად, მუქარის მიზნით სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება; დეზინფორმაციულ და თაღლითურ მასალას - დაუშვებელია მონიშვნის, შეუსაბამო სათაურის და სხვა საშუალებების გამოყენება ვიდეოს მნახველთა რაოდენობის გასაზრდელად.

გარდა ამისა, თუ ვიდეოს შინაარსი ამას მოითხოვს, აუცილებელია მასზე წვდომისას დაწესებული იყოს ასაკობრივი შეზღუდვა. reclama

არასასურველი ვიდეოს წაშლა და მომხმარებლის დაბლოკვა

არასასურველი და კომპანიის წესებთან შეუსაბამო ვიდეორგოლის წაშლის მოთხოვნა შესაძლებელია რამდენიმე გზით. თითოეული მათგანის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომპანიის ვებ- გვერდზე. აქედან, ყველაზე მარტივი, სწრაფი და მოსახერხებელია ე.წ. ვიდეოს მონიშვნა (flagging video) .

როგორ მოვნიშნოთ ვიდეო?

ვიდეოს ქვეშ მონიშნეთ ღილაკი „more” ჩამოსაშლელ მენიუში აირჩიეთ „report“ აირჩიეთ მიზეზი, რის გამოც აუცილებლად მიგაჩნიათ ვიდეოს წაშლა; მიუთითეთ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც კომპანიას დაეხმარება ვიდეორგოლთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში.

ვიდეორგოლის მონიშვნის შემდგომ განაცხადის განხილვა ხდება საამისოდ შექმნილი სპეციალური ჯგუფის მიერ, რომლიც მუშაობს 24 საათის განმავლობაში. YouTube-ის სპეციალური ჯგუფი საკმაოდ სწრაფ რეაგირებას ახდენს მსგავს მოთხოვნაზე და საკუთარი კომპანიის წესებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შლის ვიდეოს. მომხმარებელი, რომელიც ხშირად და მნიშვნელოვნად დაარღვევს კომპანიის პოლიტიკას, დაიბლოკება.

ვიდეოს წაშლისთვის მნიშვნელოვანია, შეესაბამება თუ არა იგი კომპანიის პოლიტიკას და არა მისი წაშლის მომთხოვნთა რაოდენობა. ვიდეოს მონიშვნა არის ანონიმური, თუმცა მონიშვნის განსახორციელებლად აუცილებელია მომხმარებელი სისტემაში იყოს დარეგისტრირებული (ამისათვის საკმარისია Gmail-ის ელექტრონული ფოსტით სარგებლობა).

მონიშვნის განხორციელების გზით ასევე შესაძლებელია მომხმარებლის დაბლოკვა, რომელსაც აქვს კომპანიის პოლიტიკის შეუსაბამო ფოტო, ფონი ან იყენებს სხვა მომხმარებლის ფოტოს საკუთარი ანგარიშისათვის.

reclamaროგორ მოვნიშნოთ მომხმარებელი?

ეწვიეთ იმ მომხმარებლის გვერდს, რომლის მონიშვნაც გსურთ; მონიშნეთ ღილაკი „about”; მონიშნეთ „flag”-ის ჩამოსაშლელი ღილაკი; აირჩიეთ მომხმარებლის დაბლოკვა, მონიშვნა, მომხმარებლის ფოტოს ან მის მიერ დადებული სხვა მასალის მონიშვნა.

Youtube-ის თითოეული მომხმარებელი, რომელიც ახორციელებს ვიდეორგოლების ატვირთვას, უნდა გაეცნოს მომსახურების პირობებს. აღნიშნული დოკუმენტი ქართულ ენაზე შემდეგ ბმულზეა ხელმისაწვდომი: https://www.youtube.com/t/terms. YouTube-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მომხმარებელთა შესახებ დამუშავებულ მონაცემებზე და მათი გამოყენების პირობებზე, ხელმისაწვდომია: https://www.google.com/intl/en/policies/privacy/