"ფეისბუქმა" მის მიერ შექმნილი რობოტები გათიშა, რომლებმაც ერთმანეთში საიდუმლო ენაზე დაიწყეს საუბარი

"ფეისბუქმა" ორი ხელოვნური ინტელექტი გამორთო, რომლებმაც ახალი ენა გამოიგონეს და ერთმანეთში საუბარი დაიწყეს ისე, რომ მათი საუბრის შინაარსი არავის ესმოდა.

ორმა ჩატ-ბოტმა შექმნა მარტივად სამუშაო ენა, რომელიც ვერ გაშიფრეს მათზე მომუშავე ადამიანებმა. რობოტებს ჰქონდათ დავალება, მოეფიქრებინათ ერთმანეთთან მოლაპარაკების გზები და გაეუმჯობესებინათ ერთმანეთთან მორიგების საშუალებები. რობოტებმა აგრეთვე ისწავლეს თავის მოჩვენება, თითქოს ინტერესი გააჩნდათ კონკრეტული საკითხების მიმართ, ხოლო ამ საკითხებიდან მათი ჩამოშორების შემდეგ კი დანაკლისს გრძნობდნენ.

წყარო AMBEBI.GE