21-ე საუკუნის კონცეპტუალური კარეტა
21-ე საუკუნის კონცეპტუალური კარეტა
3 აგვისტო / 2017
ავტომწარმოებლები დღეს ინტენსიურად მუშაობენ ელექტრომობილებსა და ავტონომიურ ავტომობილებზე და ცდილობენ , რაც შეიძლება მკვეთრად შეამცირონ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება და მაქსიმალურად დაიცვან მგზავრების და ფეხმავლების უსაფრთხოება. ამისათვის მათ ბევრი ისეთი სიახლის დანერგვაზე ფიქრი უწევთ, რომლებსაც ამ ეტაპზე, ძნელად თუ წარმოიდგენს ადამიანი.

ინჟინრების მიერ მოფიქრებულ უამრავ საინტერესო კონცეფციათაგან, წარმოებამდე ბევრი ვერ მიაღწევს, რადგან ბევრი სუბიექტური და ობიექტური გარემოება შეუშლის ხელს. ერთ-ერთი ასეთი კონცეფციათაგანია დიზაინის იტალიურ ატელიე „კამალის“ (CAMAL) მიერ შემუშავებული, სამბორბლიანი კონცეპტუალური კარეტა-ვაგონი „ვივა“ (Viva). თქმა არ უნდა, მის სერიულ წარმოებას არავინ დაიწყებს, თუმცა მასში საინტერესო იდეებიც არის წარმოდგენილი, რომლებიც შესაძლოა როდესმე სერიულ ავტომობილებზეც ვიხილოთ.
„ვივას“ სიგრძე 7 მეტრს აღწევს (ლიმუზინ მერსედეს-მაიბახ პულმანზე გრძელია), სიგანე კი 2.5 მეტრია. მას წაგრძელებული ფორმა აქვს, რაც შემხვედრი ჰაერისადმი მინიმალურ წინააღმდეგობას უზრუნველყოფს. ის რაღაცით ბობსლეის ბობსაც მოგაგონებთ და ბორბლებიან ცეპელინსაც. სალონში მხოლოდ ოთხი სავარძელი განლაგდა.

სამი ბორბალი ვახსენეთ, თუმცა ასეც არაა. CAMAL-ის დიზაინერებმა უკან ორი ბორბლის ნაცვლად, ერთი სფერო „დააყენეს“, დაახლოებით ისეთი, როგორიც „გუდიარის“ კონცეპტუალური სფერო-ბორბალია. ამერიკული კომპანიის კონცეფციის
You must have Flash Player installed in order to see this player.
შესაბამისად, ასეთი ბორბალი მაგნიტურ ლევიტაციას „ეყრდნობა“ და საუკეთესო მანევრულობას უზრუნველყოფს. მასშივეა ინტეგრირებული საკიდარიც. „ვივას“ წინ ტრადიციული ორი ბორბალი აქვს.

CAMAL-ის კონცეპტი იმითაც არის საინტერესო, რომ ის გამწევ ძალად ცხენების გამოყენებასაც კი ითვალისწინებს. ყოველდღიური მოხმარებისას, „ვივას“ გამწევი ძალა სწორედ ადამიანის ძველი მეგობარი იქნება, მისი დაღლის შემთხვევაში კი მანქანის მოძრაობას ელექტრო ძრავები უზრუნველყოფს. მართვა, რა თქმა უნდა, ავტონომიურია.
CAMAL-ის დიზაინერებს ინტერიერთან დაკავშირებით, მარტივი გადაწყვეტა აქვთ არჩეული - სალონში სავარძლები ერთმანეთის საპირისპირო, ე. წ. კონფერენც სტილში განლაგდა. რაც მთავარია, სალონში მინიმალიზმი მეფობს. როგორც ჩანს, პროექტის ავტორებმა ყველაფერი ციფრულ და სენსორულ ტექნოლოგიებს მიანდეს.

რა თქმა უნდა, „ვივას“ სერიული წარმოების შანსი არ არსებობს, თუმცა მისი შემუშავებით, CAMAL-ის დიზაინერებმა საკუთარი უსაზღვრო კრეატიულობა გამოავლინეს...
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
”თიბისი ბანკისა” და ”ჯეოსელის” ერთობლივ პროექტში „ბიზნესდაჯილდოება 2017“ მონაწილე კომპანიების რეგისტრაცია დასრულდა.
კომპანია ShiftWear-მა სრულიად ინოვაციური სპორტული ფეხსაცმელი წარმოადგინა, რომლის დიზაინის შექმნა მომხმარებელს თავად შეუძლია იმდენჯერ, რამდენჯერაც ამის სურვილი ექნება.
სოციალურმა ქსელმა Facebook ვიდეოს ყურების ახალი პლატფორმა - Watch-ის ჩაშვების შესახებ განაცხადა.
მიმდინარე წელს Apple თავისი პოპულარული სმარტვოჩის ახალი ვერსიის გამოშვებას გეგმავს, რომელიც პირდაპირ დაუკავშირდება ფიჭურ ქსელს.
სახელმწიფოები და წამყვანი პოლიტიკოსები ერთმანეთს ქვეყნის გამწვანებაში ეჯიბრებიან.
თბილისში ავტობუსების გადაადგილების დროის მაჩვენებელი ტაბლოები უკვე რამდენიმე დღეა არ ფუნქციონირებს, რის მიზეზადაც თბილისის სატრანსპორტო კომპანია სერვერის მასშტაბურ დაზიანებას ასახელებს
სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ 123 დევნილს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდა.
ხის ჭკვიან ბეჭედს ახალი ფუნქცია დაემატა - „კნიკის“ საშუალებით მოქალაქეებს უკვე კინოთეატრებში შესვლაც შეუძლიათ. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა, ნინო გვაზავამ განუცხადა.
ბრიტანული გამომცემლობა „გარდიანი“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებპლატფორმას - „ბიუჯეტის მონიტორს“ (www.budgetmonitor.ge) მსოფლიოში ღია მმართველობისა
თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებულ აუქციონში „საქართველოს ბანკმა“ გაიმარჯვა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.08.2017
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მსოფლიოში 360.4 მილიონი სმარტფონი გაიყიდა.
სრულად
22.08.2017
Google-ს მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე ესმის საუბარი, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ, პირველად ქართულიც გაიგო!
სრულად
22.08.2017
ბოლო პერიოდში, საქართველოში საწვავზე მომუშავე ავტომობილიდან ელექტრომობილზე არაერთი მძღოლი გადაჯდა.
სრულად
20.08.2017
გერმანულმა პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია Mercedes-მა Pebble Beach Concours d'Elegance-ზე სრულიად ახალი კონცეპტუალური მოდელის პრემიერა გამართა.
სრულად
18.08.2017
გერმანულმა პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია BMW-მ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ სრულიად ახალი კონცეპტუალური როდსტერი წარმოადგინა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
23.08.2017
24.08.2017
USD
1
USD
2.3913
2.3946
EUR
1
EUR
2.8107
2.8216
GBP
1
GBP
3.0666
3.0646
RUB
100
RUB
4.0489
4.0493