ინოვაციური სპორტული ფეხსაცმელი, რომლის დიზაინიც სმარტფონთან შეხებით შეგიძლიათ შეცვალოთ

კომპანია ShiftWear-მა სრულიად ინოვაციური სპორტული ფეხსაცმელი წარმოადგინა, რომლის დიზაინის შექმნა მომხმარებელს თავად შეუძლია იმდენჯერ, რამდენჯერაც ამის სურვილი ექნება.

ფეხსაცმელში ინტეგრირებული ეკრანი თქვენი სმარტფონიდან იმართება და ფეხსაცმლის ზედაპირზე ნებისმიერი სახის გამოსახულების დატანა შეგიძლიათ. გარდა შემოთავაზებული დიზაინისა, მომხმარებელს თავადაც შეუძლია ინდივიდუალურად შექმნას გამოსახულება და შესაბამისად ყველასგან გამორჩეული ექსკლუზიური ფეხსაცმელი მოირგოს. ამისთვის კი საჭიროა მხოლოდ სპეციალური აპლიკაციის გადმოტვირთვა. ფეხსაცმლის ეკრანი თვითმუხტვადია და მისი ელემენტები სიარულისას იმუხტება. ფეხსაცმელი წყალგაუმტარი და ჭუჭყგამძლეა.

უკვე ცნობილია, რომ კომპანია ინოვაციური სპორტული ფეხსაცმლის წარმოებას შეზღუდული რაოდენობით გეგმავს და მისი ღირებულება 500 დოლარი იქნება.

კოკა კვირკველია