ახალციხელი ავტოინჟინერის მიერ აწყობილი „ოცნების მანქანები“ (+ფოტო)
ახალციხელი ავტოინჟინერის მიერ აწყობილი „ოცნების მანქანები“ (+ფოტო)
1 სექტემბერი / 2017
ახალციხელმა ავტოინჟინერმა, გურამ სუდაძემ მესამე მანქანის აწყობა დაასრულა - ფორდ-კუპე მისი ბოლო ნამუშევარია.
პარალელურად კი, მეოთხე ავტომობილზეც მუშაობს. ამბობს, რომ ბავშვობის ოცნებას ისრულებს და ნანატრ ავტომობილებს საკუთარი ხელით ქმნის.

მოყვარული ავტოინჟინერი ყველაფერს საკუთარი ძალებითა და ფინანსებით აკეთებს. მისი თქმით, საქართველოში ამ სფეროთი დაინტერესებული ბევრი არაა. შესაბამისად, ვინმეს დახმარებისა და მხარდაჭერის იმედი არც აქვს. მისთვის ისიც საკმარისია, რომ აკეთებს იმას, რაც უყვარს და სიამოვნებს.

გურამ სუდაძე:
_ ეს ჩემი ჰობია. თავისუფალ დროს ამ საქმით ვარ დაკავებული. ბავშვობიდან მქონდა წარმოდგენილი ოცნების მანქანა და ამის ასრულება მინდოდა. სულ ოთხი მანქანა მაქვს აწყობილი. მეოთხეს ახლა ვასრულებ და ალბათ 1 წელიწადში მზად მექნება.

-როგორი იყო თქვენი ოცნების მანქანა?

-ადრე, 80-იან წლებში, იყო მოდელი, რომელიც ძალიან მომწონდა. მაშინ, საბჭოთა კავშირის დროს, ტექნიკა ხელმისაწვდომი არ იყო და რისი საშუალებაც მქონდა, იმით ვაწყობდი.

პირველი ავტომობილი სწორედ მაშინ ავაწყვე, ზაპოროჟეცის აგრეგატებზე იყო - ბაგი. მერე 20-25 წლიანი პაუზა მქონდა. მოგეხსენებათ როგორი დრო იყო, არეულობა და ამისათვის არავის ეცალა. 5-6 წლის წინ ისევ ბაგი ავაწყე, ოღონდ ოპელ-ვექტრას აგრეგატებზე.

bpnამას რეტრო სტილის ავტომობილი მოჰყვა, 30-იანი წლების ამერიკული ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი შედევრი, ფორდ-კუპე. უკვე დავასრულე და ახლა ქუთაისში მყავს, ნომრები უნდა ავუღო, გავიფორმო. ერთ წელიწადში კი სამბორბლიან ტრაიკს, ტრიციკლს დავასრულებ. იგი მოტოციკლის აგრეტაგატებზეა და ერთადგილიანია.

-ამ ყველაფერს თქვენი რესურსით აკეთებთ?

-დიახ, საკუთარი ხარჯებით. დაბალბიუჯეტიანი მანქანებია, ამიტომ, ძალიან ძვირი არ მიჯდება. მთავარი შრომაა, რაშიც ფული არ მეხარჯება. პარალელურად ოჯახური ბიზნესით ვარ დაკავებული. ამ საქმეს კი თავისუფალ დროს ვუთმობ.

-საშუალოდ რამდენი გიჯდებათ ერთი მანქანის აწყობა?

-დაახლოებით სამი ათას დოლარამდე.


-რამდენად ხშირად იყენებთ მათ და რამდენად მოსახერხებელია პრაქტიკაში?

-ძალიან ხშირად ვიყენებ. ვსეირნობ, ძალიან მომწონს. რაც მინდოდა, ზუსტად ისაა.

-ხშირად ხომ არ გამოდის მწყობრიდან და გიწევთ შეკეთება?

-არა, მხოლოდ აწყობის პროცესში, მაგრამ მერე აღარ.

-თქვენი საქმიანობით არავინ დაინტერესებულა?bpn
-არა, რადგან საქართველოში არანაირი კონკურსი არ ტარდება. საერთაშორისო კონკურსზე კი ვერ გავიტან, რადგან ისეთი არც ერთი არაა, რომ წარმატებას მივაღწიო. ჩემი ავტომობილები უფრო მოყვარულის დონეზეა აწყობილი. იქ ბევრად მაღალი დონეა და მეეჭვება ჩემი ნამუშევრებით ვინმე დაინტერესდეს.კარგი იქნებოდა ჩვენთანაც ექცეოდეს ამას ყურადღება,
You must have Flash Player installed in order to see this player.
მაგრამ იმდენად პატარა ქვეყანა ვართ, რომ ავტოინდუსტრიაში ფულს ალბათ არავინ ჩადებს. არანაირი მხარდაჭერის შეთავაზება არ ყოფილა და არც მაქვს იმედი. ისევ ჩემი ძალებით გავაგრძელებ ამ საქმიანობას. ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ, ბავშვობის ოცნებებს ვისრულებ.

-ახლობლებში თქვენი საქმანობა პოპულარობით სარგებლობს?

- ოჯახის წევრები მუდმივად მხარში მიდგანან. ეს ცოტა ჭუიჭყიანი საქმეა, ეზო მუდმივად მტვრიანია და ამას გაგებით ეკიდებიან. ასევე ფინანსებითაც, რაც ამ საქმიანობაზე მეხარჯება, ოჯახის ბიუჯეტს აკლდება. ახლაციხეში ჩემი ავტომობილები ძალიან პოპულარულია, ქალაქში ყველა მიცნობს.

-როგორი იქნება თქვენი მეხუთე მანქანა?
-ჯერ არ ვიცი. ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს და ვნახოთ, წინასწარ ვერ ვიტყვი.

იხილეთ ფოტოგალერეა

თაკო მათეშვილი
კომენტარები (2)
12.09.2017
იკკე
არ ყიდიტ? ფასი რა არის? მინდააა
01.09.2017
ფანტომასი
კარგია ღმერთმა ხელი მოგიმართოს
მსგავსი სიახლეები
13 წლის წინ ჰალილ რაფატი მძიმე ნარკოდამოკიდებული და უსახლკარო იყო. დღეს ის მილიონერია.
„ელიტ ელექტრონიქსმა“ ახალციხეში, კოსტავას ქ. 39ა-ში ტექნიკის პირველი მაღაზია გახსნა, სადაც მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების უმაღლესი სტანდარტი დახვდება მომხმარებელს.
2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო ხდება.
სამინისტროს ბალანსზე დარიცხული ”ფოლკსვაგენ ფაეტონის” ტექნიკური მომსახურებისათვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება 77 754 ლარია. შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება კი - 5 ათასი ლარი.
პარლამენტის სამ წევრთან დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობა აქვთ მიღებული.
გოგონა გვარად ხუნჯუკაშვილია. 67 წლის. უკვე მეშვიდე წელია, ყოველი თვის 14 რიცხვში პენსიას იღებს.
"კარგად იყიდება ჰიბრიდები. ამას სახელმწიფოც ხელს უწყობს - განბაჟების საფასური განახევრებულია"
TOYOTA-ს მარკის ავტომობილების ორიგინალ ნაწილებზე ”თეგეტაში“ 20%-მდე ფასდაკლებაა.
ყველასათვის ცნობილია სტივ ჯობსის დამოკიდებულება ჩაცმისადმი.
დარღვევა, რომლის გამოც მძღოლები ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 11 757-ჯერ დაჯარიმდნენ, არასწორ პარკირებას და დგომა-გაჩერების წესების დაუცველობას უკავშირდება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.09.2017
შვეიცარიაში მსოფლიოს ყველაზე დიდი ელექტრომობილის - 45-ტონიანი თვითსაცლელის პრეზენტაცია გაიმართა.
სრულად
21.09.2017
“Apple Inc”-ის საოპერაციო სისტემას iOS 11-ს ქართული კლავიატურა დაემატა - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
სრულად
19.09.2017
13-წლამდე ბავშვები iPhoneX-ის უნიკალური ტექნოლოგიით FaceID-ით ვერ ისარგებლებენ.
სრულად
18.09.2017
Snooze - ასე ჰქვია "ფეისბუქის" ახალ ფუნქციას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ნახონ მისთვის არასასურველი და მომაბეზრებელი პოსტები. 
სრულად
17.09.2017
გრანდიოზული პრეზენტაციის შემდეგ Apple-მა iPad Pro-ს ორ მოდელის გასაყიდი ფასი გააძვირა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
21.09.2017
22.09.2017
USD
1
USD
2.4778
2.4808
EUR
1
EUR
2.9746
2.9546
GBP
1
GBP
3.3537
3.3466
RUB
100
RUB
4.2802
4.2708