შოტლანდია ბენზინისა და დიზელის ავტომობილებს აკრძალავს

შოტლანდიის ხელისუფლება ირწმუნება, რომ 2032 წლისთვის ქვეყანა უკვე შეძლებს სრულად თქვას უარი ბენზინისა და დიზელის საწვავიან ავტომობილებზე.

შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერის ნიკოლას სტურჯენის გეგმის თანახმად, ქვეყანაში „მასიურად უნდა გავრცელდეს“ ელექტრომობილების სწრაფად დამუხტვის მოწყობილობები, რათა მყიდველებს მეტი ენთუზიაზმი გაუჩნდეთ ელექტრომობილის შეძენისთვის.

ივლისში ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ 2040 წლისთვის ქვეყანა სრულად იტყვის უარს შიგაწვის ძრავიანი ავტომობილების წარმოებაზე. ხელისუფლების განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია, რათა თავიდან იქნას აცილებული ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებები. მსგავსი ინიციატივით ცოტა ხნით ადრე გამოვიდნენ საფრანგეთი და ისეთი მსხვილი ქალაქები, როგორებიცაა მადრიდი, ათენი და მეხიკო.

კოკა კვირკველია

იხილეთ აგრეთვე:

"ფოლქსვაგენმა" და "მერსედესმა" მძღოლებისთვის ეკობონუსები დააწესეს

ეს ქვეყნები საწვავზე მომუშავე ავტომობილებს ელექტრომობილებით ჩაანაცვლებენ

რა ღირს და რა მონაცემები აქვთ საქართველოში პოპულარულ ელექტრომობილებს