ევროპის ზოგიერთ აეროპორტში მგზავრები სეგვეითა და ჰიროსკუტერით ისარგებლებენ

ევროპის მთავარ აეროპორტებში მგზავრებს სეგვეებისა და ჰიროსკუტერების დაქირავების შესაძლებლობა ექნებათ.

კომპანია Skycop-ის შემქმნელები პროექტისთვის დაახლოებით 700 ათას ევროს გამოყოფენ.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, პირველი 30 წუთის განმავლობაში მგზავრებს სატრასნპორტო საშუალების დაქირავება 3-დან 5 ევრომდე დაუჯდებათ. როგორც კომპანიაში ამბობენ, მათი გათვლებით ყოველდღიურად 900 მილიონი მგზავრიდან დაახლოებით 10% ისარგებლებს სეგვეით ან ჰიროსკუტერით, რაც მათ დროის დაზოგვაში დაეხმარებათ.