სამსუნგ Galaxy Note 8 საქართველოშია
სამსუნგ Galaxy Note 8 საქართველოშია
12 სექტემბერი / 2017
8 სექტემბერს KING DAVID კომპლექსის ივენთჰოლში გაიმართა სამსუნგ Galaxy Note 8-ის პრეზენტაცია. საღამოს მასპინძელი იყო სამსუნგის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში. საღამო სადღესასწაულო და ამასთან, არაოფიციალურ ვითარებაში წარიმართა. საღამოს ორგანიზატორებმა ძალზე საინტერესოდ და უჩვეულოდ მოახდინეს ახალი ფლაგმანის პრეზენტაცია, რამაც კიდევ უფრო მეტად გაუსვა ხაზი ნოუთის ახალი მოდელის განსაკუთრებულობას და მის მართლაც განუსაზღვრელ შესაძლებლობებს.

სტუმრებს საშუალება მიეცათ თავად გასცნობოდნენ ახალ პროდუქტს სპეციალურად მოწყობილ სადემონსტრაციო ზონაში, სადაც ასისტენტები პირადად უხსნიდნენ მათთვის საინტერესო დეტალებს.

Galaxy Note 8-მ სტუმრების უდიდესი ინტერესი გამოიწვია, ისინი პირველ რიგში აღტაცებაში მოიყვანა ნოუთ 8-ის უაღრესად დახვეწილმა დიზაინმა - უსაზღვრო ეკრანი, რომელსაც ორივე მხრიდან ამშვენებს მოხრილი გვერდები.

რაც შეეხება მის შესაძლებლობებს, შეიძლება ითქვას, რომ Galaxy Note 8-ში ყველაფერია იმისათვის, რომ თქვენ გახდეთ უფრო პროდუქტიული, წარმატებული და შექმნათ ბევრად მეტი. პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა Galaxy Note 8-ის რამდენიმე განსაკუთრებულ მახასიათებელზე, რომლებსაც სადემონსტრაციო ზონაში დამოუკიდებელი სივრცეები დაეთმო:
ახალი ტექნოლოგიით დამზადებული ორმაგი კამერა ორიენტირებულია სპეციალურად არასაკმარის განათებაზე და სწრაფ ფოკუსირებაზე, ხოლო მეორე - კადრის მოახლოვებაზე და სხვადასხვა ეფექტებით გადაღებაზე. არ აქვს მნიშვნელობა გიწევთ არასაკმარისი განათების პირობებში გადაღება, გნებავთ ლამაზად ფონის გაბუნდოვნება თუ კადრის გადაღება მოძრაობაში, Galaxy Note 8-ის კამერა მაინც შეძლებს თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. მსოფლიოში პირველი ორმაგი სტაბილიზაციის მექანიზმი კი გარანტიას გაძლევთ, რომ ყველა ფოტო თუ ვიდეო იქნება მკვეთრი.

ცალკე აღნიშვნის ღირსია Note სერიის სმარტფონებისათვის განუყრელი აქსესუარი, S Pen, რომელსაც ტექნიკურად ვერც ერთი სხვა სენსორული კალამი ვერ შეედრება. S Pen ზუსტად ისეთივე მოსახერხებელია, როგორც ჩვეულებრივი კალამი ან ფანქარი და არჩევს 4096 ზეწოლის დონეს. S Pen-ის საშუალებით შესაძლებელია ნებისმირი ტექსტის თარგმნა, ეკრანიდან ნებისმიერი ფრაგმენტის ამოჭრა და დამუშავება, ჩანიშვნის გაკეთება დაბლოკილ და გამორთულ ეკრანზე, ხოლო თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ხატვით S Pen გახდება თქვენი შემოქმედების წყარო, რისი მოწმენიც გახდნენ საღამოზე მოსული სტუმრები; მათ თვალწინ მხატვარმა გიორგი ტაბლიაშვილმა შექმნა KING DAVID-დან დანახული თბილისის ხედი სწორედ S Pen-ისა და Note 8-ის უსაზღვრო შესაძლებლობების წყალობით.

საგულისხმოა Galaxy Note 8-ის უსაფრთხოების დონეც. მასში გამოიყენება დღეს
You must have Flash Player installed in order to see this player.
დღეისობით ავტორიზაციის ყველაზე დაცული მექანიზმი, თვალის ფერადი გარსის სკანერი და თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად გამოიყენოთ, თვალის ფერადი გარსის სკანერი, თითის ანაბეჭდის სენსორი და კოდური სიტყვა. დაცულ საქაღალდეში კი შესაძლებელია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის, აპლიკაციების, სურათების ვიდეოების ან ნებისმიერი ტიპის ფაილის კოდური სიტყვით ან სხვა მექანიზმით დაცვა, და მასზე წვდომა მხოლოდ თქვენ გექნებათ.

რაც შეეხება მახასიათებლებს, Galaxy Note 8 აღჭურვილია ულტრათანამედროვე 8 ბირთვიანი პროცესორით, რომელიც 10 ნანომეტრიანი არქიტექტურით არის დამზადებული, საოცრად მაღალი წარმადობის მქონე და ენერგოეფექტური Exynos 8895 ნებისმიერი სირთულისა და რაოდენობის ამოცანის შესრულებისათვის არის მზად. Galaxy Note 8-ს აქვს 6 GB ოპერატიული მეხსიერება, 3300 mAh აკუმულატორი, 64 GB შიდა მეხსიერება microSD ბარათის მხარდაჭერით 256 GB- მდე და რაღა თქმა უნდა, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ტექნიკის ბოლო სიტყვა და სმარტფონების განვითარების მწვერვალი არის წყალ და მტვერგაუტმარი IP68 სტანდარტით.
სტუმრებისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ Galaxy Note 8-ის წინასწარი შეკვეთები დაიწყო 8 სექტემბერს და გაგრძელდება 28 სექტემბრის ჩათვლით. მათ, ვინც სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორებთან გააკეთებს წინასწარ შეკვეთას, საჩუქრად გადაეცემათ Samsung DeX, უსადენო კლავიატურა და მაუსი - Samsung DeX-ის საშუალებით Galaxy Note8 მარტივად ჩაანაცვლებს პერსონალურ კომპიუტერს. ასევე, წინასწარ შეკვეთის განთავსებისას ყველა მომხმარებელი ოფიციალური გაყიდვების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მიიღებს პროდუქტს.

(R)

კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ბრიტანეთის პარლამენტში ქართული კერძების კვირეული გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ ქართული კერძების ნაირსახეობა პარლამენტში მდებარე რესტორნის მუდმივ მენიუში შეიტანეს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
მე და ჩემმა კოლეგამ გადავწყვიტეთ, ერთი დღით ტურ­ისტის როლი მოგვერგო და ძველ თბილისში გაგვევლო.
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის განმსაზღვრელმა კომისიამ თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია 80 პირს მისცა
რამდენით განსხვავდება საქართველოში საშუალო ხელფასი მეზობელი ქვეყნების - რუსეთის, თურქეთის, სომხეთისა­ და აზერბაიჯანის საშუალო ხელფასებისგან? რატომ ანიჭებენ ჩვენი მოქალაქეები უპირატესობას საჯარო სექტორში დასაქმებას? ამ საკითხებზე ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე გვესაუბრება.
ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკას რაიონულ სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეზე მოსამართლე იური ბილოუსმა გადაწყვეტილება გამოაცხადა.
პეკინში, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრში ვარაუდობენ, რომ 2017 წელს საქართველოდან ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 10 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს.
მილიარდ ნახევრიანი ქვეყანა, რომლის ეკონომიკა ძალიან მზარდია, ორი ქვეყნის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ჩინეთს აძლევს იმის შანსს, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სამეულში კიდევ უფრო წინ წაიწიოს
წლევანდელი წელი საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელია
რეგიონში „საპარტნიორო ფონდის“ სახით, საიმედო და მყარი დასაყრდენი გვყავს, - ეს განცხადება ჩინეთის უმსხვილესი ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაციის Sino Sure-ის საბჭოს თავმჯდომარემ ვან იმ „საპარტნიორო ფონდსა“ და Sino Sure-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
საქართველოში დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 2017 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით 1071 ლარია. 
რუბრიკის სხვა სიახლეები
24.09.2017
ჩინეთში, მსოფლიოში პირველად რობოტმა დამოუკიდებლად, ადამიანების დახმარების გარეშე სტომატოლოგიური ოპერაცია ჩაატარა.
სრულად
22.09.2017
შვეიცარიაში მსოფლიოს ყველაზე დიდი ელექტრომობილის - 45-ტონიანი თვითსაცლელის პრეზენტაცია გაიმართა.
სრულად
21.09.2017
“Apple Inc”-ის საოპერაციო სისტემას iOS 11-ს ქართული კლავიატურა დაემატა - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
სრულად
19.09.2017
13-წლამდე ბავშვები iPhoneX-ის უნიკალური ტექნოლოგიით FaceID-ით ვერ ისარგებლებენ.
სრულად
18.09.2017
Snooze - ასე ჰქვია "ფეისბუქის" ახალ ფუნქციას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ნახონ მისთვის არასასურველი და მომაბეზრებელი პოსტები. 
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
25.09.2017
26.09.2017
USD
1
USD
2.4804
2.4829
EUR
1
EUR
2.9708
2.9497
GBP
1
GBP
3.3617
3.3497
RUB
100
RUB
4.3075
4.3289