10 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც iPhone-ს უკავშირდება

iPhone-ის 10 წლის იუბელეს Apple ახალი iPhone-ის გამოსვლით აღნიშნავს. როგორც ცნობილია, სწორედ iPhone 8-ს ექნება ყველაზე მეტი განახლება მისი დაარსებიდან დღემდე.

უკვე ვიცით, რომ ახალი სმარტფონი იქნება გადახრილ-ეკრანიანი, ასევე ექნება სახის ამომცნობი ფუნქცია და ისიც, რომ კომპანიის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული სმარტფონი იქნება.

მაშინ, როცა სმარტფონები ყოველდღიურობად იქცა, ცოტას თუ ახსენდება ის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომელსაც ჯერ კიდევ სტივ ჯობსმა დაუდო სათავე. თავის დროზე ბევრი სკეპტიკოსი ეჭვის თვალით უყურებდა ჯობსის იდეებს, რომლებმაც რეალურად ძირული ცვლილებები მაოხდინეს თანამედროვე ტექნოლოგიებში.

BBC-ი Apple-ის ისტორიაში 10 მნიშვნელოვან მოვლენას გვთავაზობს.

2004: წელი Project Purple-ის დაბადება

ეს არის ტაბლეტი, რომელიც კომპანიამ iMac და iPod-ის წარმატების შემდგომ გამოუშვა, რელურად კი მან ჩაუყარა საფუძველი iPhone-ის დაბადებას.

ივლისი 2008: პირველი iOS App Store-ის გახსნა

დღეისათვის iOS-ისთვის მილიონზე მეტი აპლიკაციაა ხელმისაწვდომი, თუმცა პირველი iPhone-ის გამოსვლის დროს მის ერთ ეკრანსაც ვერ გაავსებდით აპლიკაციებით.

სექტემბერი 2008: გამოვიდა HTC Dream

„გუგლის“ თავკაცი ერიკ შმიდტი ერთ დროს Apple-ის ბორდის წევრი იყო, თუმცა სხვა კომპანიაში გადასვლის შემდეგ „ეფლის“ რეალური კონკურენტი გახდა. ამ კონკურენციის პირობებში კი სტივ ჯობსმა HTC-ს მოპარული პროდუქტი უწოდა და კომპანია პატენტების დარღვევაში დაადანაშაულა.

თებერვალი 2010: გამოვიდა აპლიკაცია Siri

დღეს პერსონალური კონსულტანტები არავის უკვირს, თუმცა Siri ნამდვილად პირველი კონსულტანტი აპლიკაცია გახლდათ.

ივნისი 2010: პირველი სელფი iPhone-ით

სწორედ iPhone 4-ის გამოსვლის შემდეგ დამკვიდრდა ტერმინი „სელფი“. წინა კამერა, რომელიც ვიდეო ზარებისთვის იყო განკუთვნილი სულ უფრო აქტუალური გახდა ფოტო გადაღებისთვის.

ოქტომბერი 2011: გარდაიცვალა სტივ ჯობსი

iPhone 4S-ის წარდგენაზე, როდესაც ჯობსის ნაცვლად პრეზენტაციაზე ვიხილეთ ტიმ კუკი, პრესა ამით უკმაყოფილო დარჩა. თუმცა კუკს ჯობსის ავადმყოფობაზე არაფერი უთქვამს. მომდევნო დღეს სტივ ჯობსი გარდაიცვალა.

აპრილი 2012: Facebook-მა 1 მილიარდ დოლარად Instagram-ი შეიძინა

სულ რაღაც 18 თვის უკან დაარსებული კომპანია, რომელიც ექსკლუზიურად iOS-ისთვის მუშაობდა და მასში 13 პირი იყო დასაქმებული, ამერიკული გიგანტის შემადგენლობაში შევიდა.

ივლისი 2012: Apple-მა AuthenTec შეიძინა

თითის ანაბეჭდების ჩიპების შემქმნელი სამხრეთკორეული კომპანია AuthenTec, „ეპლმა“ 356 მილიონად შეიძინა. ტექნოლოგია პირველად iPhone 5S-ში დაინერგა.

აგვისტო 2013: სტივ ბალმერი Microsoft-ის ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგა

ადამიანმა, რომელმაც თავის დროზე Apple-ს დასცინა და მის მომავალს ეჭვის თვალით უყურებდა, თავად დატოვა პოსტი, საკუთარ კომპანიაში ფინური „ნოკიას“ 6,5 მილიარდ დოლარად შეძენიდან 6 წლის შემდეგ.

ივლისი2016: გამოვიდა Pokemon Go

ეს არის  პოპულარული აპლიკაცია, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი იყენებს.

კოკა კვირკველია