აპლიკაცია მათთვის, ვისაც მეორადი ავტომობილის შეძენა სურს
აპლიკაცია მათთვის, ვისაც მეორადი ავტომობილის შეძენა სურს
13 სექტემბერი / 2017
33 წლის ნიკო ავალიანის აპლიკაციას, რომელიც მან ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნა, უკვე 3 000-მდე მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის 500-მდე საქართველოდან.

ნიკო 4 წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს, ჩართულია ავტოგადაზიდვის ბიზნესში და შესწავლილი აქვს ამერიკული აუქციონების ბიზნესი, სწორედ აქედან დაიბადა IOS-ის აპლიკაცია GOFORIT-ის შექმნის იდეაც. აპლიკაცია მათთვის შეიქმნა, ვისაც მეორადი ავტომობილის შეძენა სურს.

აპლიკაცია ავტომობილის მყიდველს საშუალებას აძლევს, ნახოს კონკრეტული მოდელის შესახებ ბოლო და დეტალური ინფორმაცია, საუბარია აუქციონზე გასაყიდად გამოტანილ მანქანებზე.

"აპლიკაციის დანიშნულებაა დაეხმაროს ამერიკულ აუქციონებზე მანქანის მყიდველს მანქანის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის
You must have Flash Player installed in order to see this player.
მიღებაში. ინფორმაციის წყარო კი არიან ტრაილერების მძღოლები, რომელთაც ეს ავტომობილები აუქციონებზე გადაყავთ. ტრაილერის მძღოლს არ აქვს ინტერესი, ინფორმაცია გააყალბოს და წუნის მქონე ავტომობილი პოზიტიურად წარმოაჩინოს. ამიტომ ეს ინფორმაცია მომხმარებლებისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ტრაილერის მძღოლი ანაზღაურებას ავტომობილების გადაზიდვისთვის იღებს, შესაბამისად, მას გაყიდვის პროცესთან შეხება არ აქვს და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა მის ინტერესებში არ შედის. ასევე, მძღოლს მიუკერძოებლობის ინტერესს ისიც უჩენს, რომ აპლიკაციის მეშვეობით დამატებითი თანხა გამოიმუშაოს," - განმარტავს ნიკო ავალიანი.

ამერიკაში მცხოვრები ქართველის მიერ შექმნილი აპლიკაციის ჩამოტვირთვა და ინფორმაციის ნაწილის მიღება უფასოა, ფასიანი ინფორმაციის ღირებულება კი დაახლოებით 10 დოლარიდან იწყება, - "მაგალითად, თუ იპოვეთ კონკრეტული ავტომობილი, რომელიც მოგეწონათ და შესაბამისად, ძრავის მუშაობის ამსახველი ვიდეო, სურათები და აღწერილობა დაგაინტერესებთ, ამ ინფორმაციაში დაახლოებით 10 დოლარს გადაიხდით. თუ დამატებით, მაგალითად, სავალი ნაწილების, აქვს თუ არა ზედმეტი ჟანგი მოდებული და მსგავსი ინფორმაციის მიღება გჭირდებათ, ბუნებრივია თანხა მოიმატებს. ეს თანხა მისდის გადამზიდავი ტრაილერის მძღოლს, რომელსაც უფრო მეტი მოტივაცია აქვს სწორი და ამომწურავი ინფორმაცია გამოგიგზავნოთ. აპლიკაციის მომხმარებელს შეუძლია, მიღებული ინფორმაცია 5-ვარსკვლავიანი სისტემით შეაფასოს, რაც ტრაილერის მძღოლის რეიტინგზე ისახება," - აღნიშნავს ნიკო ავალიანი. იხილეთ გაგრძელება
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
2019 წლის მწვანე ბარათის (Green Card) გათამაშებისთვის რეგისტრაცია მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს დაიწყება.
ამერიკულ სოლტ-ლეიკ-სიტიში უჩვეულო სატვირთო გადამზიდავი მანქანის Nikola One-ს პრეზენტაცია შედგა.
"კარგად იყიდება ჰიბრიდები. ამას სახელმწიფოც ხელს უწყობს - განბაჟების საფასური განახევრებულია"
ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყება და შესაბამისად, კონგრესის მხარდაჭერის იმედი გვაქვს
საქართველოში შესაძლოა ცნობილი ამერიკელი კონორეჟისორის, დევიდ ლინჩის საერთაშორისო კინემატოგრაფიული უნივერსიტეტი გაიხსნას.
2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის პირველი ნიშნები მაშინ გამოვლინდა, როცა 2007 წელს ფრანგულმა ბანკმა „BNP პარიბასმა“, ფინანსურ ბაზარზე საკუთარი ფონდების მუშაობა შეაჩერა.
რეაბილიტირებულ პეკინის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ცალმხრივი იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა განაცხადა.
ქართული ტყემალი ამერიკაში 29.99 დოლარად იყიდება. კერძოდ, ამ ფასად ქართულ პროდუქტს წვენის კომპანია Pomona ყიდის.
არჩევანის შემთხვევაში ახალგაზრდები მუშაობას ამერიკის შეერთებულ შტატებში ისურვებდნენ.
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.09.2017
შვეიცარიაში მსოფლიოს ყველაზე დიდი ელექტრომობილის - 45-ტონიანი თვითსაცლელის პრეზენტაცია გაიმართა.
სრულად
21.09.2017
“Apple Inc”-ის საოპერაციო სისტემას iOS 11-ს ქართული კლავიატურა დაემატა - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
სრულად
19.09.2017
13-წლამდე ბავშვები iPhoneX-ის უნიკალური ტექნოლოგიით FaceID-ით ვერ ისარგებლებენ.
სრულად
18.09.2017
Snooze - ასე ჰქვია "ფეისბუქის" ახალ ფუნქციას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ნახონ მისთვის არასასურველი და მომაბეზრებელი პოსტები. 
სრულად
17.09.2017
გრანდიოზული პრეზენტაციის შემდეგ Apple-მა iPad Pro-ს ორ მოდელის გასაყიდი ფასი გააძვირა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
21.09.2017
22.09.2017
USD
1
USD
2.4778
2.4808
EUR
1
EUR
2.9746
2.9546
GBP
1
GBP
3.3537
3.3466
RUB
100
RUB
4.2802
4.2708