13-წლამდე ბავშვები iPhoneX-ის FaceID-ით ვერ ისარგებლებენ

13-წლამდე ბავშვები iPhoneX-ის უნიკალური ტექნოლოგიით FaceID-ით ვერ ისარგებლებენ.

Face ID-ი მფლობელის იდენტიფიცირების ტექნოლოგიაა, რომლის მეშვეობითაც თქვენს iPhoneX-ს თითის ანაბეჭდის ნაცვლად, ტელეფონზე დახედვით გახსნით. ახალი ტექნოლოგია წამის მცირე მონაკვეთში მოახდენს პატრონის იდენტიფიცირებას. FaceID-ის დახმარებით შესაძლებელი იქნება ყველა იმ ოპერაციის შესრულება, რასაც აქამდე ანაბეჭდის საშუალებით აკეთებდით - მათ შორის აპლიკაციების გადმოწერა და გადახდა Apple Pay-ს საშუალებით.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აკრძალვის მიზეზი აშშ-ში მოქმედი ფედერალური კანონია 13-წლამდე ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ. სწორედ ეს კანონი უკრძალავს ბავშვებს სოციალურ ქსელებში დამოუკიდებლად დარეგისტრირებას 13-წლამდე, ასევე სხვა სერვისების სარგებლობას, მათ შორის App Store და Google Play.

FaceID-ის უსაფრთხოების საკითხი ბევრ მომხმარებელს აწუხებს. რამდენიმე დღის წინ სენატორმა ელ ფრანკენმა „დემოკრატიული პარტიიდან“ „ეფლს“ ღია წერილით მიმართა და სთხოვა, განემარტა, თუ როგორ დაიცავს FaceID მომხმარებელთა ბიომეტრიულ მონაცემებს.

FaceID-ის ტექნოლოგიის პრეზენტაცია Apple-მა 12 სექტემბერს, iPhoneX-ის პრეზენტაციაზე გამართა.

იხილეთ აგრეთვე: რა უნდა ვიცოდეთ iPhone X-ის Face ID-ს შესახებ?

როდიდან დაიწყება iPhone 8-ის, iPhone 8+-სა და iPhone X-ის გაყიდვები საქართველოში?