Apple Inc-ის საოპერაციო სისტემას iOS 11-ს ქართული კლავიატურა დაემატა
Apple Inc-ის საოპერაციო სისტემას iOS 11-ს ქართული კლავიატურა დაემატა
21 სექტემბერი / 2017
“Apple Inc”-ის საოპერაციო სისტემას iOS 11-ს ქართული კლავიატურა დაემატა - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, უწყება აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს კომპანია „Apple Inc“-თან, რათა საქართველოს მომხმარებლებისთვის კომპანიის მიერ სრულყოფილი მომსახურება იქნეს გაწეული და საქართველო შეყვანილი
იქნეს კომპანიის მიერ მხარდაჭერილი ქვეყნების ჩამონათვალში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია „Apple Inc“-ს შორის ბოლო პერიოდში გამართული მოლაპარაკებების შედეგად პირველ ეტაპზე „Apple Inc“-მა გახსნა მომსახურებები ქართველი iOS დეველოპერებისთვის, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცათ შექმნან საკუთარი ანგარიშები “App Store”-ზე აპლიკაციების განთავსებისთვის.

”დღეისთვის iOS 11-ის საოპერაციო სისტემას ქართული კლავიატურა ოფიციალურად დაემატა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტია „Apple Inc“-ის მოწყობილობების და iOS ოპერაციული სისტემის ქართველი მომხმარებლებისთვის.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კვლავ აგრძელებს აღნიშნული მიმართულებით მოლაპარაკებებს კომპანია „Apple Inc“-თან და ვიმედოვნებთ, რომ ახლო პერიოდში კომპანიის მომსახურებები სრულყოფილად იქნება ხელმისაწვდომი საქართველოში, რაც ქართველ მომხმარებლებს და დეველოპერებს შესაძლებლობას მისცემს გამოიყენონ „Apple Inc“-ის პროდუქტების და სერვისების სრული სპექტრი. აღნიშნული თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტექნოლოგიური ეკოსისტემის და ციფრული ეკონომიკის შემდგომ განვითარებას”, -აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
„მედია რაითს ჯორჯია“ მზადაა, საკაბელო ოპერატორებთან მოილაპარაკოს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი 6 ქართული არხის კონტენტის უფასოდ მიღებაზე უარს იტყვიან.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია” გამყოფ ხაზთან მდებარე მერეთის თემის სოფლების სავარგულების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, საირიგაციო სისტემის მოწყობის პროექტს ახორციელებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ თბილისის მერიის სისტემაში 2014-17 წლებში განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს.
ფესტივალი მათთვის, ვისაც ქართული ღვინისა და მისი ისტორიის უკეთ გაცნობის სურვილი აქვს!
მსოფლიოში საუკეთესო ჯანდაცვის სისტემა აქვს ლუქსემბურგს. ამის შესახებ ინფორმაციას ლონდონის ანალიტიკური ცენტრის ლეგატუმის ინსტიტუტის კვლევაზე დაყრდნობით, independent-ი ავრცელებს.
სამუხრუჭე სისტემა, გამონაბოლქვი, საჭის მექანიზმი - ეს იმ ელემენტების ჩამონათვალია, რაზეც სატრანსპორტო საშუალებები ტექდათვალიერების გავლისას შემოწმდება.
იმის მიუხედავად, რომ საქართველოს საექსპორტო არეალი გაიზარდა და ჩვენი პროდუქცია ევროპულ ბაზარზეც გადის, აგროსასურსათო პროდუქცია ძირითადად მაინც „შეჩვეულ“ ქვეყნებში იყიდება.
საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ქართული ელემენტებით - ასე ახასიათებს თელავში მშენებარე პირველ საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Holiday Inn Telavi-ს მისი გენერალური დირექტორი ლევან ერისთავი.
აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ დოლარზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელად დატოვა და განაცხადა, რომ ეკონომიკის სტიმულირებისას, მის ხელთ აკუმულირებული ბონდების ბაზარზე გამოტანას ოქტომბრიდან დაიწყებს.
საქართველოში საპენსიო სისტემის ცვლილების კუთხით აქტიური მსჯელობის მიუხედავად, ქმედითი ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
19.10.2017
ნიდერლანდების სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ გემერტში ველოსიპედისტებისთვის განკუთვნილი 3D-ში ამობეჭდილი ხიდი გაიხსნა.
სრულად
19.10.2017
"პალიტრა მედიის" ორგანიზებით სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებისთვის ვორკშოპი, სახელად "ციფრული რეკლამირების ინოვაციური მეთოდები" გაიმართა.
სრულად
18.10.2017
კომპანია Apple-ის სმარტფონებში ახალი მოდელი უფრო ნაკლებად პოპულარულია, ვიდრე მისი წინამორბედი.
სრულად
18.10.2017
"პალიტრა მედიის“ ორგანიზებით, ვორკშოპი თემაზე „ციფრული რეკლამირების ინოვაციური მეთოდები“ გაიმართება.
სრულად
13.10.2017
2018 წელს „ფეისბუქი“ ვირტუალური რეალობის სლემს, სახელწოდებით Oculus Go წარმოადგენს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
19.10.2017
20.10.2017
USD
1
USD
2.4844
2.4863
EUR
1
EUR
2.9204
2.9405
GBP
1
GBP
3.2752
3.2725
RUB
100
RUB
4.3347
4.3181
ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ!
წარმოდგენილი სიიდან, მონიშნეთ თქვენთვის სასურველი 5 ღვინის სახეობა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის მიერ დასახელებული ღვინოებიდან გამოვლინდება 10 საუკეთესო.
შენ ხარ

14672-ე